სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დარჩიძეების საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა
27-09-2024
-
+


16 სექტემბერს, თემურ ცეცხლაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩიძეების საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

თვალებციმციმა და სკოლას მონატრებული მოსწავლეები დირექციამ და პედაგოგებმა დიდი სიყვარულითა და სიხარულით მიიღეს. 

2024-2025 სასწავლო წელი სკოლაში საზეიმო ღონისძიებებით გაიხსნა.

სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს მოსწავლეებსა და სასკოლო საზოგადოებას სკოლის დირექტორმა - დავით სურმანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელებმა და მოსწავლეთა მშობლებმა.

სასკოლო ცხოვრების დაწყება განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო პირველკლასელი ანდრია სურმანიძისთვის, რომლისთვისაც სკოლის ზარი პირველად დაირეკა. 

აღსანიშნავია, რომ სკოლას წელს ერთადერთი პირველკლასელი ჰყავს, ამიტომ მას სკოლაში განაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს.

„განსაკუთრებით მოვეფერეთ და მივულოცეთ „ცოდნის ტაძარში“ შემოფრენა  ჩვენს პირველკლასელს, ანდრია სურმანიძეს“,- გვეუბნებიან სკოლაში და პირველკლასელს საინტერესო საგანმანათლებლო მოგზაურობასა და მის ინტერესებზე მორგებულ გარემოს ჰპირდებიან. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ქობულეთის საბავშვო ბაღთან სროლა იყო - რატომ არ შეატყობინა დირექტორმა პოლიციას

etaloni.ge-ს წყარო უამბობს, რომ ფიზიკური კონფლიქტი მაშინ დაიწყო, როდესაც დირექტორმა ეკატერინე წამალაშვილისთვის ტელეფონის გამორთმევა სცადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

მოსწავლეებმა ბევრი იაქტიურეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

„მთავარია, უკეთესი მომავლის იმედი გვქონდეს“ - ზურაბ ნეფარიძე, შუქრუთის N1 საჯარო სკოლის დირექტორი

„სიამაყითა და დიდი სიხარულით ვულოცავთ ჩვენს გუნდს ღირსეულ ასპარეზობას!“
სკოლამ Peace Circle Network-ის ინიციატივის ფარგლებში, 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნა
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება