სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N21 საჯარო სკოლის ეკოკლუბი - „ერთად სიცოცხლისთვის“ დასუფთავების მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა
25-09-2024
-
+


ქუთაისის N21 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. სკოლაში გარემოზე ზრუნვას, მოსწავლეებში ბუნების მოფრთხილების სწავლებასა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჩამოყალიბებას უდიდესი ყურადღება ექცევა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებს ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე პასუხისმგებლობა გათავისებული აქვთ. ისინი გარემოზე ზრუნვის მრავალფეროვან კამპანიებს სისტემატიურად აწყობენ. აღსანიშნავია, რომ სკოლა აქტიურადაა ჩართულია პროექტში - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“.

20 სექტემბერს კი, სკოლის ეკოკლუბი - „ერთად სიცოცხლისთვის“ დასუფთავების  მსოფლიო დღეს აქტიურად შეუერთდა. დასუფთავების აქციისთვის საჭირო ნივთები ეკოკლუბმა Let's do it-Georgia -სგან მიიღო.

სკოლის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის პედაგოგის - თეონა ნიკოლაძის ლიდერობით, სკოლა და მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.

„ადგილზე საუცხოო განწყობა სუფევდა, მოსწავლეთათვის ეს დღე დაუვიწყარი დარჩება. მსგავსი ჩართულობები გარემოსდაცვით კამპანიებში მოსწავლეებს გააკეთებინებს აღმოჩენებს, აუმაღლდებათ ცნობიერება გარემოსა და ბუნებაზე, რაც დადებითად აისახება მათ მომავალზე.

დიდი მადლობა ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს! წარმატებებს ვუსურვებთ მათ!

დიდი მადლობა ქალბატონ თეონა ნიკოლაძეს, წარმატებულს, სიახლეებითა და ძიებით,  სასწავლო საქმიანობით გამორჩეულ პედაგოგს, რომელიც საუცხოოდ ახერხებს მოსწავლეებთან თანამშრომლობისა და კრეატიულობის უნარის განვითარებას“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყემლოვანის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება