სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

7 საკითხი ესგ-დან, რომლებიც ყველა სკოლამ უნდა გაითვალისწინოს
21-09-2024
-
+


ახალი სასწავლო დაწყებასთან ერთად, გარკვეული საკითხები გააქტიურდა, რომელთა შესახებაც დირექტორთა პლატორფმა ეროვნული სასწავლო გეგმიდან განმარტებებს აკეთებს. რა უნდა გაითვალისწინოთ სასწავლო წლის მიმდინარეობისას:

I კლასში ირიცხებიან მხოლოდ ის მოსწავლეები, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს.

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის" მე-7 მუხლი 2​1 პუნქტის შესაბამისად, პირის, რომლის ასაკი აღემატება 10 წელს და არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, სკოლაში ჩარიცხვა ხორციელდება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 5​1 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების საფუძველზე.

დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.

I-IV კლასებში გამოიყენება მხოლოდ განმავითარებელი შეფასება და აქედან გამომდინარე, კლასში მოსწავლის დატოვება კლასის ვერდაძლევის საფუძვლით არ არის შესაბამისობაში ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.

სკოლის დირექცია ვალდებულია შექმნას სკოლის შიდა მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს გაკვეთილების ხშირი გაცდენების და/ან აკადემიური ჩამორჩენის მქონე მოსწავლეების დროულ აღმოჩენას და რემედიაციის პროგრამის შეთავაზებას. აღნიშნული მექანიზმის ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვნად შეამცირებს ექსტერნატისა და საშემოდგომო გამოცდების რაოდენობას, შედეგად კი მინიმუმამდე დაიყვანს კლასის ვერდაძლევის მაჩვენებლებს ეროვნულ დონეზე.

სკოლა ვალდებულია საჭიროებისამებრ შინ სწავლების რეჟიმზე გადაიყვანოს მოსწავლე. შინ სწავლების წესსა და პირობებს განსაზღვრავს სკოლა (საჯაროც და კერძოც) სასკოლო სასწავლო გეგმით და იგი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების რეალიზებას.

მოსწავლის მობილობის შემთხვევაში, გამშვები და მიმღები სკოლების დირექციები ვალდებულნი არიან გააკონტროლონ/მოაწესრიგონ მოსწავლის აკადემიური მოსწრების მხარე (მიმდინარე და სემესტრული/წლიური შეფასებები), რათა სემესტრის/წლის ბოლოს თავიდან იქნას არიდებული შეფასების პრობლემები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება