| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N28 საჯარო სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი სიხარულით შეაღეს, რადგან მათ მოტივაციასა და ამაღლებულ განწყობაზე დირექციამ და პედაგოგებმა იზრუნეს და მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული სკოლა დაახვედრეს.
გაიმართა პირველკლასელთა მისაღები ღონისძიება. სასკოლო ცხოვრების პირველი ნაბიჯები დირექტორმა და მასწავლებლებმა პატარებს დღესასწაულად უქციეს.
დირექტორმა ქეთევან დავლიანიძემ მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა და 2024-2025 სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებმაც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარი შემოაღეს, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს“,- აღნიშნა სკოლაში.
ამ საზეიმო დღეს სკოლას სტუმრად ეწვია ღვაწლმოსილი პედაგოგი.
საზეიმო მიღების შემდეგ მოსწავლე-მასწავლებლები სასწავლო პროცესს დიდი შემართებით შეუდგნენ.
აღსანიშნავია, რომ 16 სექტემბერს ოზინის შრის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. შესაბამისად პედაგოგებმა მოწაფეებს გარემოს დაცვის მნიშვნელობა შეახსენეს. სკოლის მოსწავლეებთან გაიმართა საინფორმაციო საუბრები, მოსწავლე-მასწავლებლებმა ისაუბრეს ოზონის ფენის აღდგენასა და კლიმატის ცვლილებების შედეგებთან გამკლავების გზებზე.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს
„მოსწავლეები გაცილებით მობილიზებულები არიან“
სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ