სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მადლობა მათ, რომ ასახელეს მშობლიური სკოლა“ - ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატი“ კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავს
29-08-2024
-
+


ქართულ-ევროპული სკოლა „ორნატის“ კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ.

სკოლაში, სადაც აბიტურიენტებს გულმხურვალედ გულშემატკივრობდნენ, აღზრდილთა შედეგები ახარებთ. 

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტური ცხოვრების დაწყებას ულოცავენ და წარმატებულ და ბედნიერ მომავალს უსურვებენ. 

„ქართულ- ევროპული სკოლა „ორნატი“ დიდი სიხარულით ულოცავს 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს სტუდენტობას, სიამაყით აღვნიშნავთ, რომ ჩვენ დღეს 8 ბედნიერი სტუდენტი გვყავს:

 1.მარიამ სხილაძე - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანუტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2.გიგა ხვედელიძე- თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი;

 3.მარიამ გოგიტაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ფსიქოლოგია;

4.გიორგი გაჩეჩილაძე - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი-სამართალი;

5. თაზო გველესიანი -ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება;

6. მარიამ ხარაიშვილი- სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი - სამართალი;

7. ბარბარე ლელაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ქართული ფილოლოგია;

8. ნუგზარ ფერაძე - ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ბიზნესის ადმინისტრირება.

მადლობა მათ, რომ ასახელეს მშობლიური სკოლა, მადლობა მათ პედაგოგებს, რომელთა თავდაუზოგავი მუშაობით მოსწავლეები სტუდენტობის ბედნიერებას ეზიარნენ. ვუსურვებთ ყველა მათგანს სტუდენტობის ლამაზ წლებს და პროფესიულ წარმატებას.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი თავიანთი პროფესიონალიზმით ღირსეულად ჩადგებიან ქვეყნის სამსახურში და კიდევ მრავალჯერ ასახელებენ ჩვენს სკოლას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები 27 აგვისტოს გამოქვეყნდა. წელს სტუდენტი 32 000-ზე მეტი აბიტურიენტი გახდა. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება