| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლამ მორიგ წარმატებას მიაღწია.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო საზოგადოება სხვადასხვა ღონისძიებაში ხშირად ერთვება. მათ შორის, სკოლა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ ტექნიკის კონკურსში მონაწილეობდა. შედეგად კი, „წლის ლიდერი სკოლის ტიტული“ დაიმსახურა და თითო პროექტორი, პრინტერი და ნოუთბუქი გადაეცა.
როგორც სკოლაში ამბობენ, აღნიშნული ტექნიკა ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესების უკეთ წარმართვას, მოსწავლეთა თვითმართველობის მუშაობის გაუმჯობესებას და მათი ინიცირებული პროექტების ფართო საზოგადოებისათვის გაცნობას.
სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელედება PH International - საქართველო მიერ, დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
შიდა ქართლის რეგიონში პროგრამის პარტნიორია „საზოგადოება ბილიკი“.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
სკოლაში მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ