| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლის წარმომადგენლები სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებასა თუ პროექტში აქტიურად მონაწილეობენ.
მათ შორის აღსანიშნია ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი: ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 22 სკოლის წარმომადგენელმა აუდიტორიას სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებული ინიციატივები გაუზიარა.
აღსანიშნავია, რომ ეს ინიციატივები სკოლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას ემსახურებოდა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
კონკურსის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 44 ლიდერი სკოლა შეირჩა, მათ შორის, ბებნისის საჯარო სკოლა.
ლიდერი სკოლების ონლაინ ფორუმი სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ორგანიზაცია PH International დაფინანსებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს.
იხილეთ ვიდეოები და ფოტო:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა