სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გამოცდიდან თავდაჯერებული გამოვედი“- თამთა სანოძე, ნახახულევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც ინგლისურის გამოცდაზე მაქსიმალური ქულა მიიღო
12-08-2024
-
+


კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული თამთა სანოძე იმ აბიტურიენტთა რიგებშია, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, ინგლისურ ენაში მაქსიმალური - 70 ქულა მოიპოვეს. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ის ერთ-ერთი გამორჩეული მოსწავლე გახლდათ, რომელმაც სკოლა არაერთხელ ასახელა და სასკოლო საზოგადოებისთვის იმედები არც ამჯერად გაუცრუებია.

თავად აბიტურიენტი კი ამბობს, რომ მთელი წელი ემზადებოდა და გამოცდიდან თავდაჯერებული გამოვიდა.

„მთელი სასწავლო წლის განმავლობაში საფუძვლიანად ვემზადებოდი, რამაც შედეგი გამოიღო და გამოცდიდან თავდაჯერებული გამოვედი, რადგან ვიცოდი, რომ ჩემი ცოდნა მაქსიმალურად გამოვავლინე.

დაინტერესებული ვარ პროგრამირებით, შესაბამისად, სწავლის გაგრძელებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე ვაპირებ“,- თქვა თამთა სანოძემ. 

კურსდამთავრებულმა რჩევები არც მომავალი აბიტურიენტებისთვის დაიშურა. 

„მომავალ აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ ადრევე დაიწყონ მომზადება გამოცდებისთვის, იყვნენ სტაბილურები სწავლის დროს, რათა დარწმუნდენ საკუთარ შესაძლებლობებში. ეს მათ დაეხმარება შეინარჩუნონ სიმშვიდე. ასევე, ვთვლი, რომ პოზიტიური განწყობა არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალი შედეგის მისაღებად“,- ამბობს კურსდამთავრებული. 

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი

იმდენ ფუნქციურ დანამტს მიიღებთ, რამდენ სკოლაშიც მუშაობთ - სამინისტრო დეტალებზე

ბაღების სააგენტო საგანგებო რეჟიმზე გადავიდა - რა იცვლება აღსაზრდელებისთვის 

15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები

თბილისის ბაღების მენიუდან რძე და რძის ნაწარმი ამოიღეს - მიზეზებს სააგენტოში განმარტავენ

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

კვირეულის პირველ დღეს, შიდასასკოლო პირველობა ჩატარდა კალათბურთში

დირექტორმა, ნარგიზ სამხარაძემ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და ცოდნის, აღმოჩენების, ახალი გამოცდილებისა და წარმატების კიდევ ერთი წელი უსურვეს

 

 

 

საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება