სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„გამოცდა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი“... - აბიტურიენტები ლიტერატურის ტესტირებაზე საუბრობენ
25-07-2024
-
+


დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებენ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, დარეგისტრირებულთაგან საგამოცდო ცენტრში გამოცხადდა 87%-მდე აბიტურიენტი. ამ დროის მონაცემებით არის დაგვიანების 2 შემთხვევა. რაც შეეხება ტესტირებას, საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტები etaloni.ge-ს საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ:

„ლიტერატურის გამოცდაზე ვიყავი და ვფიქრობ, გასულ წლებთან შედარებით, მარტივი ტესტი იყო. კითხვები იყო ჰაგიოგრაფიიდან, სულხან-საბა ორბელიანის იგავებიდან, „ვეფხისტყაოსნიდანაც“. დასაწერი იყო მონაკვეთი დათა თუთაშხიადან. ტექსტის გააზრებაში მხატვრული ხერხები უნდა ამოგვეცნო - ეპითეტი, შედარება და სხვები. არ იყო ისეთი დავალება, რომლის შესრულებაც გამიჭირდა. მეტიც, ვფიქრობ, რომ ტესტები გამარტივებულია. ეს ჩემთვის მესამე საგანი იყო. ჟურნალისტიკასა და მასობრივ კომუნიკაციაზე ჩაბარება მინდა. ამ გამოცდით კმაყოფილი ვარ“.

„საკითხები დათა თუთაშხიადან იყო. ასევე, არჩევითპასუხიანი კითხვები სამანიშვილის დედინაცვლიდან და სულხან-საბას იგავებიდან. გამოცდა იმაზე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი. ვფიქრობ, გასული წლის ტესტები ბევრად ადვილი იყო. კონკრეტულად, ხევისბერი გოჩადან კითხვა, რომელიც ფაქტობრივ ცოდნას მოითხოვდა, საშინელება იყო. დასაწერი იყო 90-იანების საქართველოს შესახებ“.

„რთული არ იყო, ლიტერატურა მიყვარს, განსაკუთრებით „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც ჩვენი ქვეყნის საგანძურია და გამიხარდა, რომ შემხვდა. ჰაგიოგრაფიაც იყო, დათა თუთაშხიაც… საკმაოდ საინტერესო საკითხები მოვიდა, სასიამოვნო იყო მუშაობა და მაქვს მოლოდინი, რომ კარგ ქულას ავიღებ - იმედია, ასეც იქნება“.

„არც ძალიან მარტივი და არც ძალიან რთული იყო ლიტერატურის გამოცდა. „ვეფხისტყაოსნიდან“ იყო საკითხები, ასევე დათა თუთაშხიადან. გარკვეული კითხვები ნამდვილად საჭიროებდა ანალიზსს, მაგრამ მგონია, თავი კარგად გავართვი. მე-3 საგნად ავირჩიე ლიტერატურა, რადგან ბავშვობიდან მიყვარს კითხვა და შესაბამისად, ვიფიქრე არ გამიჭირდებოდა გამოცდის ჩაბარება. თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მეგონა, უფრო მარტივი იქნებოდა“.

„ლიტერატურაში არ იყო რთული ტესტი. თუმცა, ვფიქრობ, წინა წლების ტესტები უფრო გამარტივებული იყო. პროგრამული ტექსტები იყო, ასევე ღია კითხვები იყო პროგრამული ტექსტებიდან. ორი ტექსტი მომივიდა - დათა თუთაშხია და შანდორ პეტეფის ძაღლების სიმღერა. მარტივად გავართვი თავი ყველაფერს. მგონია, რომ კარგ შედეგსაც დავდებ. მე-4 საგნად ავირჩიე ლიტერატურა“.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

ბაღების სია, რომელთა მონიტორინგიც ერთი წლით გადავადდა

პიჯაკი 45 ლარი, შარვლი და ქვედაბოლოები 25-25 ლარი ეღირება - სასკოლო ფორმების ფასი ცნობილია

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

კისისხევის საჯარო სკოლა მომავალ თაობას ხარისხიან და სიღმისეულ განათლებას სთავაზობს

პედაგოგებმა დიდი სიყვარულით მიიღეს პატარები

მოსწავლეებმა მუზეუმების საერთაშორისო დღე შემეცნებითი ექსკურსიით აღნიშნეს

 

 

 

პირველკლასელებისთვის 2025-2026 სასწავლო წელი მეტად ნაყოფიერად წარიმართა

ლაფანყურის სალოტბარო სკოლის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფერხისამ“ 25 ივნისს, სოფელ იყალთოს კულტურის სახლში სოლო კონცერტი გამართა

 

 

 

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება