სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გაიცანით კერძო სკოლის დიპლომირებული პედაგოგი, რომელიც საგნის გამოცდაზე გავიდა - „არ უნდა ვწყვეტდეთ განვითრებას“
19-07-2024
-
+


თეონა გორგაძე ერთ-ერთი კერძო სკოლის პედაგოგია, რომელიც დღეს გერმანულის გამოცდაზე გავიდა, etaloni.ge-ს ტესტირების დეტალებზე ესაუბრება და იმასაც გვიმხელს, თუ რას შეცვლიდა ამ მიმართულებით:

„წერილის დასაწერად განკუთვნილი ადგილი იყო პატარა და მაგაზე ვინერვიულე ყველაზე მეტად... თუმცა ზოგადად, უკმაყოფილო არ ვარ... საგამოცდო ცენტრში სიმშვიდე იყო, წესრიგი, პრეტენზია ნამდვილად არ მაქვს და იმედია მალე შედეგებიც გამახარებს“, - აცხადებს პედაგოგი, რომელსაც მიაჩნია, რომ საგნის გამოცდის ჩაბარება თითოეული მასწავლებლის ვალია:

„კერძო სკოლაში ვასწავლი და ჩემთვის არ მოუთხოვიათ კომპეტენციის დადასტურება, მით უმეტეს, დიპლომირებული პედაგოგი ვარ, თუმცა მე მინდოდა გამოცდის ჩაბარება... მიმაჩნია, რომ ყველა მასწავლებლებს უნდა ჰქონდეს საგნის გამოცდა ჩაბარებული - საკუთარ თავზე მუშაობას, განვითარებასა და წინსვლას არ უნდა ვწყვეტდეთ; მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ გამოცდა სტრესთანაა დაკავშირებული, შეიძლება პედაგოგმა კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საგანი არ იცის“.

თეონა გორგაძე ყველა კოლეგას წარმატებას უსურვებს და ამბობს, ერთადერთი რასაც ტესტში შევცვლიდი, ღია წერილისთვის ადგილს გავზრდიდი - პატარა ჩარჩო იყო საჩივრის წერილის დასაწერადო.

იხილეთ, უცხოური ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება 

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება