სიახლეები
ყველაზე პოპულარული


ნორვეგიაში შეისწავლეს, რა გავლენა იქონია სკოლებში სმარტფონების აკრძალვამ მოსწავლეთა მოსწრებაზე
04-08-2024
-
+


ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის მკვლევარმა - სარა აბრაჰამსონმა, ქვეყნის რიგ სკოლებში სმარტფონის აკრძალვის შედეგები გაანალიზა. 

სპეციალისტმა შეისწავლა როგორ იცვლებოდა მოსწავლეთა მოსწრება და მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა აკრძალვის შემდეგ. ნაშრომი საიტ SSRN -ზე გამოქვეყნდა.

ექსპერტი კვლევისას დაეყრდნო სამ ძირითად წყაროს - ნორვეგიის ადმინისტრაციული ორგანოების მონაცემებს, მათ შორის განათლების ეროვნული ​რეესტრების, საოჯახო, საგადასახადო  და სამედიცინო რეესტრების ინფორმაციას;

ასევე სკოლებში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებს სმარტფონების გამოყენების პოლიტიკის შესახებ და მოსწავლეთა ყოველწლიურ საერთოეროვნულ გამოკითხვას, რომელიც მოიცავს კითხვებს საგანმანათლებლო პროცესის შესახებ, ასევე ინფორმაციას მოსწავლეთა სოციალურ პირობებსა და ბულინგზე

ნორვეგიის სკოლებში, ეროვნულ დონეზე, სმარტფონების გამოყენების საკანონმდებლო აკრძალვა არ არსებობს. ამიტომ, საკითხს თითოეული საგანმანათლებლო დაწესებულება დამოუკიდებლად წყვეტს.

სკოლები მიმართავენ სმარტფონების აკრძალვის ორ მეთოდს. პირველი მდგომარეობს შემდგომში -  მოსწავლეები ვალდებულნი არიან ჩააბარონ სმარტფონები დილით და არ აქვთ წვდომა ტელეფონებზე არც დასვენების დროს. 

მეორე მიდგომით ტელეფონებს მოსწავლეებს არ ართმევენ, მათ შეუძლიათ გამოიყენონ მოწყობილობა დასვენების დროს, მაგრამ არა გაკვეთილზე, რა დროსაც სმარტფონზე ჩართული უნდა იყოს უხმო რეჟიმი. 

კვლევამ აჩვენა, რომ სკოლებში სმარტფონების აკრძალვის შემდეგ მოზარდების მოსწრება და ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. 

ამრიგად, ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას მოჰყვა ფსიქოლოგიურ პრობლემებთან დაკავშირებული კონსულტაციების რაოდენობის მნიშვნელოვანი შემცირება გოგონებში. გარდა ამისა, გოგონების აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა, განსაკუთრებით მათემატიკაში. ასევე შემცირდა ბულინგის შემთხვევები - როგორც გოგონებთან ასევე ბიჭებთან. 

ამასთან, მკვლევარმა გაარკვია, რომ სკოლებში სადაც სმარტფონების აკრძალვის მკაცრ პოლიტიკას მიმართავდნენ, მოსწავლეთა როგორც საშუალო ქულები, ისე ტესტირების შედეგები გაიზარდა, ვიდრე იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სადაც აკრძალვა იყო მსუბუქი. 

როგორც კვლევის ავტორი დასძენს, ადრე ექსპერიმენტულმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს (განსაკუთრებით მოწყობილობებზე დამოკიდებულებს) სმარტფონზე ყურადღება ეფანტებათ, იმ შემთხვევაშიც კი თუ ტელეფონზე უხმო რეჟიმია დაყენებული. როგორც ჩანს მსუბუქი აკრძალვები არ აღმოჩნდა ხელისშემშლელი, რომ მოსწავლეებს ტელეფონი გამოეყენებინათ.

სმარტფონები არაერთი ქვეყანის სკოლებშია აკრძალული. იუნესკოს ექსპერტები აცხადებენ, რომ ასეთი პრაქტიკა გამართლებულია: გაკვეთილების დროს ტელეფონები მოსწავლეებს ყურადღებას უფანტავს, ასევე მოწყობილობების შეუზღუდავი გამოყენება კიბერბულინგისთვის შესაძლებლობას ქმნის.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2023 წლის დასაწყისისთვის მსოფლიოს ყოველი მეოთხე ქვეყნის სკოლებში მოქმედებდა ტელეფონების სხვადასხვა სახის აკრძალვა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

განათლება 2500 ლარი, სოფ. მეურნეობა, მეთევზეობა 3000 ლარი - საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ღირებულება ცნობილია

გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური 100 ლარია - NAEC აპლიკანტებს აფრთხილებს

 

1 წლამდე ასაკის ბავშვის ზღვის კურორტზე წაყვანა რეკომენდირებული არაა - 4 მთავარი რეკომენდაცია ივანე ჩხაიძისგან

აბიტურიენტებისთვის საგამოცდო საგნის ქულა გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და მინიმალური ბარიერი

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

აქტივობამ ხელი შეუწყო მოსწავლეთა მსოფლმხედველობის გაფართოებას

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება