სიახლეები
პიროვნება

„წარმატებაა, როდესაც ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა თუ თანამშრომელს სკოლაში მისვლა ეამაყება და უხარია“- ფიქრია ცნობილაძე, კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი
17-07-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კინჩხის საჯარო სკოლაში დირექტორი ფიქრია ცნობილაძე უზრუნველყოფს მოწესრიგებულ, კეთილგანწყობილ, მეგობრულ ატმოსფეროს, სადაც თითოეულ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ თანამშრომელს მიუხარია. მოწოდებულია ქვეყანას აღუზარდოს განათლებული თაობა, რათა კურსდამთავრებულებმა თავი იგრძნონ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვან, ღირსეულ წევრებად და გამოიყენონ სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები სამშობლოს საკეთილდღეოდ. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კინჩხის საჯარო სკოლის დირექტორი ფიქრია ცნობილაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მიუხედავად ადგილმდებარეობის, კონტინგენტის რაოდენობისა და შემადგენლობის, ნებისმიერ მოსწავლეს, პედაგოგსა თუ თანამშრომელს ეამაყებოდეს და უხაროდეს ამ სკოლაში სწავლა, მოღვაწეობა თუ მუშაობა, რადგან სასკოლო სივრცეში სუფევს კეთილგანწყობილი, მეგობრული, ფსიქოლოგიურად ჯანსაღი ატმოსფერო, არის მოწესრიგებული, გონივრულად ორგანიზებული, აუცილებელი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სასწავლო გარემო, სადაც პედკოლექტივის სწავლების პროცესისადმი მიდგომიდან გამომდინარე შექმნილია შემოქმედებითი განწყობა, ახლის გაგების ცნობისმოყვარეობა, ერთობლივი მუშაობის სიხარულის, ინდივიდუალური განვითარების და წინსვლის სულისკვეთება, ვინაიდან თითოეული მოსწავლე მოტივირებულია უკეთესად სწავლისაკენ, გააზრებული აქვს ცოდნის მნიშვნელობა, ფასეულობა და აუცილებლობა. სკოლის წარმატება ნიშნავს, აგრეთვე, როდესაც მოსწავლეების ინტერესები, უფლებები, საჭიროებები, განათლება, განვითარება, ურთიერთობები და გრძნობები წარმოადგენენ იმ ქვაკუთხედს, რომელზეც აგებულია სკოლის მუშაობა, ნებისმიერი საკითხისადმი მიდგომა და გადაწყვეტა, რათა კურსდამთავრებულებმა თავი იგრძნონ თანამედროვე საზოგადოების სრულფასოვან და ღირსეულ წევრებად, გამოიყენონ სკოლაში მიღებული ცოდნა და უნარ-ჩვევები თავისი სამშობლოს სასარგებლოდ. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- მოექეცი სხვებს ისე, როგორც გინდა, რომ მოგექცნენ შენ, განუწყვეტლივ ისწავლე, რადგან შენი ცხოვრება იყოს საინტერესო, რასაც აკეთებ, გააკეთე დიდი პასუხისმგებლობით, გონიერებითა და სიყვარულით, ყოველთვის კარგად დაფიქრდი, მოქმედების წინ და, როდესაც მიიღებ გადაწყვეტილებას, იმოქმედე, არ შეჩერდე დაბრკოლების გამო, გახსოვდეს, შენ ყველაფერს შეძლებ, რადგან, თუ გაითვალისწინებ ამ რჩევებს, გეყოლება ბევრი ერთგული თანამოაზრე და მეგობარი, შენსადმი კეთილად განწყობილი პიროვნება, რომლებიც სიხარულით დაგიდგებიან გვერდში.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- არ შეგეშინდეთ გამოცდების, არამედ შეხედეთ მათ, როგორც საკუთარი ცოდნისა და ძალების შემოწმებას, რადგან გამოცდები არის წარმატებისა და წინსვლის „ასაფრენი ბილიკი“, რომლის გარანტირებულად გავლისთვის აუცილებელია თავდაუზოგავი სწავლა, შრომა და ჯანსაღი მოტივაცია, ვინაიდან ამაზეა დამოკიდებული თქვენი და თქვენი საყვარელი სამშობლოს მომავალი ცხოვრება. გახსოვდეთ, გავა დრო და თქვენ იქნებით პასუხისმგებელნი სხვების კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე, რასაც ვერ უზრუნველყოფთ საქმის პროფესიონალური ცოდნის, სუფთა სინდისისა და სიყვარულით ანთებული გულების გარეშე.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- იცხოვროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში; აღიზარდოს მოსიყვარულე და მზრუნველ ოჯახში, სადაც სიყვარული და მზრუნველობა არ განისაზღვრება მხოლოდ შექმნილი კომფორტით და „ბრენდული“ ნივთების სიუხვით, არამედ აძლევს შესაძლებლობას იგრძნოს ოჯახის მხარდაჭერა და პატივისცემა, რაც ხელს შეუწყობს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ეროვნულ ღირებულებებზე დაფუძნებული აზროვნებით პიროვნების ჩამოყალიბებას; მიიღოს თანამედროვე საზოგადოებისათვის აუცილებელი განათლება, რათა არ გაუჭირდეს თავისი პროფესიით სამსახურის პოვნა, რაც აუცილებელია ნებისმიერი პიროვნებისთვის თავის სარჩენად, საკუთარი უნარებისა და ნიჭის რეალიზებისათვის; ისწავლოს სწორი და ცრუ ინფორმაციის გააზრებული გარჩევა, ჰქონდეს წვდომა საჭირო ტექნოლოგიებთან, ბუნების დაცვა და ეკოლოგიური საკითხები აღიქვას, როგორც პრიორიტეტი, რადგან დედამიწა - ჩვენი საერთო სახლია.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- გულწრფელ სიყვარულს, რომელიც უნდა იყოს ორმხრივი, რადგან ბავშვები სიყვარულზე - უფრო დიდი სიყვარულით პასუხობენ. მოსწავლის სიყვარული ნიშნავს ხედავდე მასში ცალკეულ პიროვნებას, პატივისცემით ითვალისწინებდე მის გრძნობებს, ემოციებს, გემოვნებას, მეობას, დაარწმუნო იმაში, რომ ის შენთვის ძვირფასია და შეუძლია შენი დახმარების იმედი ჰქონდეს, რადგან მისი უფროსი მეგობარი ხარ, ასწავლი მის საყვარელ საგანს და გინდა, რომ ყველაფერი იცოდეს და ყველაფერს მიაღწიოს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- წიგნების მოგროვება - ჩემი პატარა ჰობია. ბოლო პერიოდში შევიძინე საკმაოდ ბევრი ახალი თანამედროვე ავტორების მიერ დაწერილი და ცნობილი გამომცემლობების მიერ გამოცემული წიგნები. მინდა ჩვენმა მოსწავლეებმა შეიყვარონ კარგი წიგნი და ხშირად ესტუმრონ სკოლის ბიბლიოთეკას, რადგან წიგნის კითხვა მოსწავლეებს უვითარებს მაღალ სააზროვნო უნარებს, ზაფხულში წასაკითხად კი ვურჩევ მარკუს ზუზაკის - „წიგნის ქურდს“, მარკ ტვენის - „ტომ სოიერის თავგადასავალს“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- წარმატებით შევასრულო სახელმწიფოს მიერ დაკისრებული საქმე, რომელიც არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რადგან ეხება მაღალმთიან მცირეკონტინგენტიანი სკოლის მოსწავლეებს, ბავშვებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვა რეგიონის ბავშვებთან შედარებით, მკაცრ და რთულ კლიმატურ და საყოფაცხოვრებო პირობებში, რომლებიც, დიდი თოვლის, კოკისპირული წვიმის, პაპანაქება სიცხისა თუ უგზოობის მიუხედავად, თითქმის გაცდენების გარეშე სიხარულით დადიან სკოლაში, მხიარული ჟრიამულით აცოცხლებენ სოფელს, ცნობისმოყვარე თვალებით გიყურებენ და ელოდებიან საინტერესო ინფორმაციას, სხვდასხვა შემოქმედებით აქტივობებს. დასაფასებელია, რომ სახელმწიფო ზრუნავს ამ ბავშვების ჩვენი სამშობლოს ღირსეულ წევრებად აღზრდაზე, არ იშურებს რესურსებსა და თანხებს მათი სწავლა-განათლებისათვის, რადგან ყველა ბავშვი სარგებლობს  თანაბარი და თანასწორი უფლებებით. ვისურვებდი მაქსიმალურად გამოვიყენო ჩემი ცოდნა, გამოცდილება, უნარი და შესაძლებლობები, რათა ყველაფერი გავაკეთო წარმატებისათვის. 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

მეწყერი, სეტყვა, ქარი... - გარემოს სააგენტოს გაფრთხილება

ყველა დაგეგმილი გამოცდა გადაიდო - ისრაელსა და ირანში დაიკეტა სკოლები, ბაღები და უნივერისტეტები 

მოსწავლეებს შესთავაზებენ დამატებით მომსახურებას 16 ივნისიდან 31 ივლისის ჩათვლით

„დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება“... - დოკუმენტი

წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა ტესტირებისას უნდა დაიცვან

პიროვნება

„ნუთუ, ჩვენ ფრენა შეგვეძლება?” - ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა ჩხეტია მოსწავლის მიერ დასმულ სახალისო კითხვებს იხსენებს

„მოსწავლეების მეხსიერებაში, ყველაზე დიდხანს  შემოქმედებითი გაკვეთილი რჩება“ - დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი ნატო ნანავა

„მოსწავლის მეხსიერებაში, უფრო დიდხანს რჩება ის გაკვეთილები, რომელიც მისთვის საინტერესო და შთამბეჭდავია“

სკოლები

„ამ დღეს „ვეფხისტყაოსანი“ მხოლოდ წიგნი აღარ იყო - ის იქცა ცოცხალ სამყაროდ, რომელშიც თითოეულმა ბავშვმა თავისი ადგილი დაიკავა

დამრიგებელი მოსწავლეებს ახალ სასწავლო წლამდე დიდი სიყვარულით დაემშვიდობა

მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი სასწავლო შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო

პედაგოგებმა მოსწავლეებთან ერთად დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს ეს დღე

საინტერესო

ჯოზეფი იცნობს ბერძნულ ანბანს და ამჟამად, სწავლობს მორზეს კოდს და პერიოდულ სისტემას

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

ხელოვნური ინტელექტის საფუძვლების შესწავლას საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები ონლაინ შეძლებენ

სიახლეები
საზოგადოება