სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევას“ - მაია გაგუნაშვილი, ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი
12-07-2024
-
+


ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაგუნაშვილი სასკოლო საზოგადოების საკეთილდღეო საქმეს ღირსეულად ემსახურება და მოსწავლე-მასწავლებელთა წარმატებისთვის შესაბამის გარემოს უზრუნველყოფს. აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია დემოკრატიული თაობების აღზრდა. როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, ყველაზე დიდი მიღწევა პედაგოგისთვის მოსწავლის სიყვარულის მოპოვებაა. თავად სითბოსა და სიყვარულს გასცემს და ახარებს, რომ მოწაფეებისგანაც იმავეს იღებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ახმეტის N1 საჯარო სკოლის დირექტორი მაია გაგუნაშვილი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლე-მასწავლებლებს, კონკურენტუნარიან მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში, სასკოლო ცხოვრებით დაინტერესებულ მშობლებს, სწორად განვითარებული, დემოკრატიული თაობების აღზრდას.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- თანამშრომლებს უნდა უყვარდე, ყველას პატივი უნდა სცე ასაკოვანსაც და უმცროსსაც, თანაბრად და სამართლიანად უნდა მოექცე ყველას განურჩევლად თანამდებობის. 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სიმშვიდეს, დროის სწორად გამოყენებას, რწმენას - რამდენსაც იშრომებს ან იშრომა, იმდენს მიაღწევს.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- სწავლა, შრომა, სიყვარული, სწრაფვა წინსვლისათვის, პატრიოტიზმის გრძნობა, ემპათიის, თანაგანცდის უნარი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასწავლებლის ყველაზე დიდ მიღწევას, მოსწავლეს ჯერ სიყვარული უნდა ასწავლო, ბავშვს თუ მასწავლებელი უყვარს შემდეგ სწავლის და საგნის სიყვარული თავისთავად მოდის, მასწავლებელმა სიყვარული უნდა გასცე და მიიღო.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- გ. დოჩანაშვილი, ჯ. ჯარჩახიძე, კ.გამსახურდია.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- უფლის მფარველობას, ჯანმრთელობას, ოჯახის წევრების და ახლობლების კარგად ყოფნას, ძალას და ენერგიას სირთულეების გამკლავებისათვის. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება