| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე მოწოდებულია ქვეყანას წარმატებული მომავალი თაობა აღუზარდოს. მიზანსწრაფული და შეუპოვარი პიროვნება გამოწვევებს არ უშინდება და წარმატებასაც აღწევს. ახალგაზრდებსაც ახალი გამოწვევებისთვის მუდმივ მზაობას ურჩევს და აღნიშნავს, რომ ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია სწორი ხედვის ჩამოყალიბება, ერისა და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გააზრება და თვითგანვითარება დასახული მიზნების მისაღწევად.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექტორი ნაზი ნადირაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მთელი სასკოლო საზოგადოებისა და თემის კმაყოფილებას და მადლიერების გამოხატვას. წარმატებული მომავალი თაობის აღზრდას, რომელსაც გაცნობიერებული ექნება ადამიანის ძირითადი უფლებებისა და ვალდებულებების პატივისცემა, ასევე როცა ყველა ცდილობს სკოლა იყოს წარმატებული.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „არასოდეს დანებდე სიძნელეებს, რამდენჯერაც დაეცემი იმდენჯერ ადექი“. „ყოველთვის გარისკე, რადგან რისკის გარეშე მეორე საფეხურზე ვერ ახვალ“.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- საკუთარი თავის დამორჩილებას და ახალი გამოწვევებისთვის მუდმივ მზაობას. გაერკვნენ საკუთარ შესაძლებლობებში და შესაბამისად იპოვონ ადგილი, სადაც თავიანთი უნარებით, ცოდნითა და გამოცდილებით ყველაზე მეტ სარგებელს მიაღწევენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- სწორი ხედვის ჩამოყალიბება, ერისა და ქვეყნის წინაშე მაღალი პასუხისმგებლობის გააზრება და შესაბამისი თვითგანვითარება დასახული მიზნების მისაღწევად.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მასწავლებლისთვის ყველაზე პრიორიტეტული მისიის შესრულებას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- ცოტა არ იყოს, რთულია დაკონკრეტება, იგი დამოკიდებულია მათ ასაკობრივ და ფსიქოლოგიურ თავისებურებებზე, თუმცა ყველას ვურჩევდი ჩვენი სამშობლოს ისტორიითა და ღვაწლმოსილი ადამიანების ბიოგრაფიებით დაიწყონ და პარალელურად უსმინონ ქართულ მუსიკას.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ოპტიმისტურ განწყობას დასახული მიზნების მისაღწევად.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას