| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლაში დირექტორი თინათინ ჩხაიძე მოსწავლე-მასწავლებელთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ სასკოლო გარემოს უზრუნველყოფს, თავად მიზანსწაფული პიროვნება, მოსწავლეებსაც მოუწოდებს წინსვლა არასდროს შეწყვიტონ და წარმატებაც არ დააყოვნებს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შრომის საჯარო სკოლაში დირექტორი თინათინ ჩხაიძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- უსაფრთხო, მოსწავლეთა და მასწავლებელთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებულ სასკოლო გარემოს, სადაც იგრძნობა სიყვარული და ზრუნვა ერთმანეთის მიმართ.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება…
- არასოდეს გაჩერდე, მაშინაც კი, როდესაც რაღაც დოზით უიმედობა შეგიპყრობს.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აირჩიონ სასურველი პროფესია, დაისახონ მიზანი და გახდნენ წარმატებულები.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- წიგნიერება, პატრიოტიზმი, ზომიერება და რაც შეიძლება მეტი სიყვარული.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ურთიერთპატივისცემასა და ნდობას მოსწავლესა და მასწავლებელს შორის.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ვფიქრობ, ის წიგნი უნდა წაიკითხონ, რაც მათ სურთ. მთავარია, მეტი იკითხონ.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- შევძლო არსებული გამოწვევების დაძლევა და გავხდე წარმატებული დირექტორი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა