სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მტკიცე და ურყევ მომავალს“ - გოჩა ზურაბაშვილი, დაბაძველის საჯარო სკოლის დირექტორი
08-07-2024
-
+


გოჩა ზურაბაშვილი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბაძველის საჯარო სკოლის მუდამ განვითარებისკენ ორიენტირებული დირექტორია, რომლისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი წინსვლა, სასწავლო პროცესში თანამედროვე მიდგომების დანერგვა და წარმატებული მოსწავლებია. მისთვის მთავარია მოწაფეთა ეროვნული ღირებულებებით აღზრდა და მათში პატრიოტიზმის გაღვივება. 

გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გოჩა ზურაბაშვილთან: 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- კვალიფიკაციურად ძლიერ კადრებს, გამართულ ინფრასტრუქტურას, თანამედროვე მიდგომების დანერგვას სასწავლო პროცესში და განვითარებისკენ მისწრაფულ სასკოლო საზოგადოებას. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ისე ვიღვაწო ყოველ წუთს, საათს, დღეს, რომ შედეგით არა მარტო მე ვიყო კმაყოფილი, არამედ გავხდე სამაგალითო სხვებისთვის. 

-  აბიტურიენტებს ვურჩევდი...

-  მეტი ყურადღებითა და გულით მოეკიდონ არჩეულ პროფესიას და კეთილსინდისიერად ემსახურონ მას.  

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- დაუახლოვდეს წიგნებს, მეტი დრო დაუთმოს კითხვას და წიგნიერების დონის ამაღლებას. 

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მტკიცე და ურყევ მომავალს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ვურჩევდი იმ წიგნებს, რომლებიც საქართველოს ისტორიას შეეხება, რომლებიც ეროვნულ ღირებულებებს გაუღვივებთ და ეცოდინებათ, საიდან იწყება მათი წარსული და რა გზა გაიარა ჩვენმა ქვეყანამ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მეტ განვითარებას მომავალი თაობის განვითარებისთვის, პროფესიულ წინსვლას! არავინ არ უნდა იყოს დღევანდელი დღით კმაყოფილი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება