სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატებაა გყავდეს ბევრი წარმატებული მოსწავლე, კმაყოფილი მშობელი და მცოდნე მასწავლებელი“- პეტროს ტონოიანი, ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი
08-07-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორ პეტროს ტონოიანისთვის სკოლის წარმატება ნიშნავს წარმატებულ მოსწავლეთა სიმრავლეს, პროფესიონალ მასწავლებლებს და კმაყოფილ მშობლებს. შესაბამისად სასკოლო საზოგადოების კეთილდღეობაზე აქტიურად ზრუნავს და სჯერა, რომ შრომა და სიყვარულია ის მთვარი რაც ღირსეული საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ალათუმანის საჯარო სკოლის დირექტორი პეტროს ტონოიანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- გყავდეს ბევრი წარმატებული მოსწავლე, კმაყოფილი მშობელი და კეთილსინდისიერი, თავის საგნის კარგი მცოდნე და მოსწავლეზე შეყვარებული მასწავლებელი.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- იყავი ის, ვინც ხარ და გიყვარდეს ადამიანები.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მშვიდად, აუღელვებლად წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა და უნარები და, კარგად დაფიქრდნენ, რა პროფესია უნდა აირჩიონ, რომ გამოადგნენ თავიანთ თავსაც და ქვეყანასაც.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- წინაპრების ისტორიის ცოდნა, რომ მიხვდნენ, სად დაუშვეს მათ შეცდომა და სად ჰქონდათ წარმატებები, რომ ისწავლონ მათ შეცდომებზე და უკეთესად გააგრძელონ ცხოვრება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მიიღო ის ისეთი, როგორიც არის და დაეხმარო მისი საუკეთესო უნარ-ჩვევების განვითარებაში, იყო მისი საუკეთესო მსმენელი და დასაყრდენი საჭიროების დროს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- მოსწავლეებს ვურჩევდი, ზაფხულში წაიკითხონ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“, რომ უკეთ შეიმეცნონ ხილული სამყარო და ურთიერთობები.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ვიყო უფრო მომთმენი, კაცთმოყვარე და შრომისმოყვარე, ვინაიდან, მჯერა, რომ შრომა და სიყვარული გადაარჩენს კაცობრიობას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება