| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ჯოჯუასთვის სკოლის წარმატება ქვეყნის წარმატებულ მომავალს ნიშნავს, ამიტომ განათლებული და ერუდირებული მომავალი თაობების აღსაზრდელად ძალ-ღონეს არ იშურებს და ღირსეულად ემსახურება ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს გუბისწყლის საჯარო სკოლის დირექტორ ნინო ჯოჯუა პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს -
- ქვეყნის წარმატებულ მომავალს...
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი, არ მიიღო გადაწყვეტილება დაუფიქრებლად....
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია და იყვნენ წარმატებულები თავიანთ საქმეში...
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ეროვნული, პატრიოტული მოტივით აღზრდა, თავისი საქმის სიყვარული, თავდაუზოგავი შრომა, დასახული მიზნის მისაღწევად....
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მისი წარმატების და მიღწევების გაზიარებას, რჩევა- დარიგებას, შექებას - რაც დიდი სტიმულია მოსწავლისთვის, მასწავლებელს უნდა უყვარდეს ყველა მოსწავლე, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, ვურჩევდი კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას, სახალისო და საინტერესო მოთხრობებსა და იგავ-არაკებს, უფროსკლასელებს ვურჩევდი, წაიკითხონ ჩვენი ქვეყნის ისტორია, გაეცნონ ჩვენს წარსულს, რათა უკეთესი მომავალი დაგეგმონ, ახლოს გაიცნონ ჩვენი მეფეების, მწერლების და პოეტების ცხოვრება...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- პირველ რიგში ჯანმრთელობას, შემდეგ კარიერულ წინსვლას, წარმატებას საკუთარ პროფესიაში...
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა