| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდიდან გამოსული აპლიკანტები etaloni.ge-სთან ტესტის სირთულესთან ერთად პროფესიის სპეციფიკაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ სისტემაში სისტემაში კადრების დეფიციტია, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ინკლუზიური განათლების დონე საგრძნობლადაა ამაღლებული.
„მოქმედი მასწავლებელი არ ვარ, თუმცა წინა წლების ტესტების მაგალითიდან შემიძლია ვთქვა რომ ტესტის სირთულე არ იყო შეცვლილი. მარტივად დავწერე და იმედია შედეგიც დამაკმაყოფილებელი იქნება. რაც შეეხება უშუალოდ საკითხებს. კითხვები იყო მოსწავლის რთულ ქცევაზე, სტრადეგიებსა და მეთოდებზე. ყველა იმ საკითხს მოიცავდა, რაც პროგრამითაა გათვალისწინებული და რისი ცოდნაც სჭირდება სპეცმასწავლებელს“.
„ყველაფერი იყო, რაც ვიცოდი, ადრე ვმუშაობდი სპეცმასწავლებლად, ამიტომ არ გამჭირვებია გამოცდა. ღია კითხვები უფრო პრაქტიკულ ნაწილს მოიცავდა, რომელსაც ვფიქრობ თავი კარგად გავართვი და გამოცდით კმაყოფილი ვარ.
ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ სპეცმასწავლებლობა მარტივი არაა, ყოველთვის მობილიზებული უნდა იყო, დასვენების დროც კი არ გაქვს, სულ ყურადღება უნდა მიაქციო ბავშვებს. ნელ-ნელა იმედი მაქვს, ინკლუზიური განათლება დაფასდება სკოლებში, ამ მხრივ ძვრები უკვე დაწყებულია. სპეცმასწავლებლებიც უფრო დაფასებულები არიან, ამას გაზრდილი ანაზღაურებაც მოწმობს. მინდა აღვნიშნო, ის სტიგმები, რომლებიც ადრე სკოლებში ნელ-ნელა ქრება და ცნობიერებაც ამაღლდა ამ მხრივ საზოგადოებაში, რაც ძალიან კარგია".
„ტესტები საკმაოდ კარგად შედგენილი იყო, ასე კონკრეტულს საკითხს სირთულის მიხედვით ვერ გამოვყოფ, არც მახსოვს ზუსტად, თუმცა არ გამჭირვებია, კარგი სამსჯელო დავალებები იყო, ვერ ვიტყვი რომ მარტივი, თუმცა დაძლევადი და იმედია კარგ შედეგსაც ვაჩვენ“, - გვითხრა სპეცმასწავლებელმა რომელიც არაქურთულენოვან სკოლაში ასწავლის.
ჩვენთან საუბრისას სპეცმასწავლებელმა დანამატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპეცმასწავლებელი ნამდვილად არიან სხვებთან შედარებით დაჩაგრულები.
„ნამდვილად, ცოტა დაჩაგრულები ვართ სპეცმასწავლებლები და იმედია, რომ გაითვალისწინებენ ჩვენს შრომას. კადრების დეფიციტს რაც შეეხება, შესაძლოა ხელფასიც განაპირობებდეს, თუმცა მეორეა ამ საქმის სპეციფიკა და სირთულე, უნდა გქონდეს მზაობა და დიდი სურვილი, რომ ეფექტურად მუშაობა შეძლო სსსმ მოსწავლეებთან. ვფიქრობ, რომ დღეს ინკლუზიური განათლების დონე საგრძნობლად ამაღლებულია, რაც მთავარია. არის წვდომა საკითხებზე, მასწავლებლებს და მშობლებსაც კი, შეუძლიათ ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება. ყველაზე დიდი პრობლემა ჩემს შემთხვევაში, რადგან არაქართულენოვან ბავშვებთან ვმუშაობ არის ის, რომ სათითაოდ სიტყვის განმარტება უჭირთ“.
საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა
ხვალიდან კვლავ წვიმაა მოსალოდენილი - გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჩვენი მიზანია, თითოეულმა მათგანმა იგრძნოს, რომ აქ მეორე სახლია“...
„თითოეულ პირველკლასელს იმაზე მეტი სითბო და სიყვარული უნდა დავახვედროთ, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება“...
სკოლაში განსაკუთრებული სიყვარულითა და სიამაყით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო
„ჩვენი ბრალია, მე-12 კლასის მოსწავლეებს ვერ დავანახეთ, რომ სკოლაში უფრო მეტი ცოდნის მიღება შეეძლოთ, ამიტომ ბავშვები ჩამოშორდნენ სკოლას“...