სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია წესრიგის მიგნება“- ზვიად ველაიძე, წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი
05-07-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის, სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი ზვიად ველაიძე სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. მისი მთავარი მიზანი მოსწავლეთა განათლება, მათი ღირსეულ მოქალაქეებად ჩამოყალიბებაა. 

აღსანიშნავია, რომ ზვიად ველაიძის ხელმძღვანელობით, მოსწავლე-მასწავლებლებს არაერთი წარმატებისთვის მიუღწევიათ. მისი აზრით, ახალი თაობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხი წესრიგის მიგნებაა. 

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მან etaloni.ge-ს ბლიც-ინტერვიუში ისაუბრა.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- იდეების სიმრავლეს; განსხვავებული ხედვის, ყველა მოვლენისა და შედეგის გასავითარებლად გამოყენებას (და არა წარამარა მატებას) და რეალიზებით კმაყოფილი ახალი თაობის სიმრავლეს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „არასდროს არ თქვა ტყუილი“ და დაიხარჯე ბოლომდე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გამოცდაც და ნებისმიერი მსგავსი პროცესი კვლევად, ადრენალინად გამოიყენოს. ნებისმიერ მცირე შედეგზე პოზიტიური სიტყვებით მიმართოს საკუთარ თავს...

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- წესრიგის მიგნება, რომელიც საკაცობრიოა და რომელიც ჰარმონიული თანაარსებობის ხელიშემწყობია.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლესთან ერთად, აღმოჩენებით გამოწვეულ სიხარულის ემოციას.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ვაჟა-ფშაველა, ლაო ძი, აღზრდის საძირკველი.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- რასაც სხვებს ვუსურვებდი, იმ სურვილთა დახვეწას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება