სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კარგი მასწავლებელი სკოლაში ის ძალაა, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია“ - ნინო ჩიხლაძე, ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი
05-07-2024
-
+


ქუთაისის N45 საჯარო სკოლას საკუთარი საქმის პროფესიონალი, მოტივირებული და სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე ორიენტირებული დირექტორი - ნინო ჩიხლაძე მართავს. 

მისი თქმით, სკოლის წარმატება წარმატებულ მოსწავლეებს ნიშნავს, ხოლო აბიტურიენტებს ურჩევს, აკეთონ ის, რაც უყვართ და უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. მან

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N45 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო ჩიხლაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ მოსწავლეებს, მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსს. კარგი მასწავლებელი სკოლაში ის ძალაა, რომელსაც ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. იგი იწვევს სანდოობას, ზრუნავს მოზარდის ფორმალურ თუ არაფორმალურ განათლებაზე, ეხმარება ღირებულებების ჩამოყალიბებაში. მისთვის მოსწავლეა პრიორიტეტი და ამიტომაც, პიროვნების ინტელექტუალურ განვითარებაზე, ასევე მის ემოციურ, ფიზიკურ და სოციალურ უნარებზე დადებითად მოქმედებს. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- დაიხარჯე ბოლომდე შენი საქმისთვის და ყოველთვის იყავი ის, ვინც ხარ.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- წარმატებებს, წინსვლას და იმ პროფესიის სიყვარულს, რომელსაც ირჩევენ. აკეთონ ის, რაც უყვართ და უყვარდეთ ის, რასაც აკეთებენ. მუდმივად ვითარდებოდნენ და თვითონვე ტკბებოდნენ ამ განვითარებით.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- განათლება, შესაძლებლობების მიცემა და მომავლის რწმენა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- საკუთარი პროფესიის, საკუთარი საქმის და საკუთარი თავის სიყვარულს. მოსწავლეების სიყვარული სწავლების პროცესის მამოძრავებელია, ამასთანავე, დიდი ტვირთი და პასუხისმგებლობაცაა. როგორც ჯემალ ქარჩხაძე წერს, მოთხრობაში „ანტონიო და დავითი“, მასწავლებელმა ჯერ თვითონ უნდა ისწავლოს, როგორ უყვარდეს და მერე მოსწავლეებსაც გაუკვალოს აქეთ გზა, რადგან სიყვარულის გზა არასოდეს მთავრდება.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ნებისმიერი წიგნი, რომელიც მათ შეაყვარებთ კითხვას და აღუძრავთ კითხვის სურვილს. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- წარმატებას და მეტი დროის დათმობას საკუთარი თავის განვითარებისთვის. არასოდეს დამეკარგოს იმის სურვილი, რომ ჩემი საქმე სიყვარულით ვაკეთო.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება