| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე შრომისმოყვარე, მიზანსწრაფული, სამართლიანი ხელმძღვანელია, ამ მიდგომით კი წარმატებას აღწევს. სკოლაში თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარებას უზრუნველყოფს და მომავალ თაობას ხარისხიან განათლებას სთავაზობს.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სამტრედიის N10 საჯარო სკოლის დირექტორი ხატია თევზაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის პიროვნული განვითარების უზრუნველყოფა და მათ მიერ ეროვნული სასწავლო მიზნების აღიარება/გათავისება სკოლის წარმატებაა.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ადამიანობა და სამართლიანობა ერთად და არავითარ შემთხვევაში ერთმანეთის პირისპირ (ჩემეული დარიგება ჩემს თავზე).
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- მუდამ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების. მიზნების დასახვა და თვითმოტივაცია, წარმატებისაკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- იყვნენ მნიშვნელოვანნი.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- თითოეული მოსწავლის საჭიროებების, შესაძლებლობებად ქცევას.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ბევრჯერ წასაკითხია.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- რაც საკუთარ თავს ვუსურვე ჩემი შრომის შედეგად, რეალობად ვაქციე, ვარ იქ სადაც მსურდა ვყოფილიყავი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
„მთავარია, ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ ის გიყვარს და მის წარმატებაზე ზრუნავ“
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა