სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს, პირველ რიგში, სწავლების მაღალ ხარისხს“ - ლიანა ბოლქვაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლის დირექტორი 
05-07-2024
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების საჯარო სკოლას დირექტორი ლიანა ბოლქვაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებასა და უსაფრთხო, კეთილგანწყობილ გარემოს უზრუნველყოფს. ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ მოსწავლეებს მაღალი ხარისხის განათლება შესთავაზოს და სამაგალითოდ ემსახურება ყველაზე ღირებულს - ერუდირებული და ინტელექტუალური მომავალი თაობების აღზრდის საქმეს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს განახლების საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ბოლქვაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პირველ რიგში სწავლების მაღალ ხარისხს, მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, სკოლის პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტება, უსაფრთხო და კეთილგანწყობილ გარემო და რა თქმა უნდა კარგი შედეგები. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- არასოდეს უღალატო დაკისრებულ მოვალეობას.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- მაქსიმალურად გამოიყენონ დრო და იბრძოლონ თავიანთი მიზნების და ოცნებების განხორციელებისათვის. მომავალი მათ ხელშია.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- დასახული მიზნისათვის ბრძოლა, უცხო ენების მაღალ დონეზე შესწავლა, ადამიანური ღირებულებები.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ყოველ მოსწავლეში ხედავდე საკუთარ შვილს.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

  • ნოდარ დუმბაძის შემოქმედება;
  • ალექსანდრე გრინის „ალისფერი იალქნები“;
  • ივან ბუნინის „მშვიდი სუნთქვა“;
  • ჰარიეტ ბიჩეს სტოუს „ბიძია თომას ქოხი“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- პირველ რიგში მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას, ჯანმრთელობას, ენერგიას  და ძალას დაკისრებული მოვალეობების უნაკლოდ შესრულებისათვის, ასევე დასახული მიზნების განხორციელებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება