TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლებისთვის საგამოცდო ბარიერები საგნების მიხედვით - NAEC დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს
04-07-2024
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის ტესტირებაში დასაგროვებელი აუცილებელი ქულები გამოაქვეყნა:

ქართული ენისა და ლიტერატურის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), გეოგრაფიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ისტორიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ბიოლოგიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქიმიის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ფიზიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), მათემატიკის (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), უცხოური ენების (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სამოქალაქო განათლების (საბაზო ან/და საშუალო საფეხური), ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), ქართული ენის და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების, სომხური ენისა და აზერბაიჯანული ენის გამოცდაში აპლიკანტმა, იმისათვის რომ საგნის გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, კერძოდ:

ქართულ ენასა და ლიტერატურაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 43 ქულა და მეტი;

მათემატიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 25 ქულა და მეტი;

გეოგრაფიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;

ბიოლოგიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;

ქიმიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;

ფიზიკაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 37 ქულა და მეტი;

ისტორიაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;

სამოქალაქო განათლებაში (საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 34 ქულა და მეტი;

უცხოურ ენაში (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 55 ქულა და მეტი;

ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) - 52 ქულა და მეტი;

სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში - 37 ქულა და მეტი;

მუსიკაში - 43 ქულა და მეტი;

სპორტში - 43 ქულა და მეტი;

ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში (I-IV კლასები) - 40 ქულა და მეტი;

ქართულ ენასა და ლიტერატურაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;

ბუნებისმეტყველებაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;

მათემატიკაში (დაწყებითი საფეხური) - 32 ქულა და მეტი;

ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში/კომპიუტერულ ტექნოლოგიებში - 43 ქულა და მეტი;

სომხურ ენაში - 43 ქულა და მეტი;

აზერბაიჯანულ ენაში - 43 ქულა და მეტი.

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური), მათემატიკის (დაწყებითი საფეხური), უცხოური ენებისა (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) და ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ამ ბრძანების პირველი პუნქტით დადგენილ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

• ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -  აკადემიური უნარების ნაწილში მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40% - ზე მეტი (ანუ 6 ქულა ან მეტი);  

• ბუნებისმეტყველების (დაწყებითი საფეხური), ქართული ენისა და ლიტერატურის (დაწყებითი საფეხური) და მათემატიკის (დაწყებითი საფეხური) ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში -აკადემიური უნარების ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი (ანუ 6 ქულა და მეტი);

• უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – მეტყველების, წერით, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;

• ქართული ენა (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) (დაწყებითი, საბაზო ან/და საშუალო საფეხური) იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელია 11 ქულა და მეტი, წერით ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო მეტყველების ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;

• ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილისგან, ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40% (ანუ 14 ქულა და მეტი).

 2024 წლის საბაზო პროფესიული უნარების საგამოცდო ტესტის მაქსიმალურ ქულაა 45 ქულა, ხოლო საგამოცდო დრო - 4 საათი. საბაზო პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტის მაქსიმალური ქულის არანაკლებ 40%-ის დაგროვებას. 

უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. საგამოცდო დრო - 4 საათი. ზღვარი გადალახულად ითვლება თუ გამოსაცდელმა დაძლია მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება