სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მიიღო ისეთი, როგორიც არის“ - ელეონორა ფერაძე, თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი
04-07-2024
-
+


ნოდარ ახალკაცის სახელობის ქალაქ თბილისის N9 საჯარო სკოლას დირექტორი ელეონორა ფერაძე წარმატებით ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სკოლის წარმატება ნიშნავს პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს, შესაბამისად გამოწვევებს არ უშინდება, სიახლეებისა და განვითარებისკენ მიისწრაფვის და სწავლების მაღალ ხარისხზეა ორიენტირებული. მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და ეხმარება შესაძლებლობების რეალიზებაში.

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს თბილისის N9 საჯარო სკოლის დირექტორი ელეონორა ფერაძე პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- პასუხობდეს თანამედროვე გამოწვევებს და იყოს სწავლების ხარისხზე ორიენტირებული. თითოეულ მოსწავლეს აძლევდეს საშუალებას საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარებისთვის.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ყველა დარიგება, რომელიც დამეხმარა გავმხდარიყავი უკეთესი, დარიგება რომელიც დამეხმარა სწორი ნაბიჯების გადადგმაში.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა, რწმენა იმის რომ არ იკარგება არაფერი უკვალოდ და მათი შრომა აუცილებლად გამოიღებს სასურველ ნაყოფს. ყოველთვის იბრძოლონ საკუთარი მიზნებისა და ოცნებებისათვის. ჩვენ მათი იმედი გვაქვს.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

-  განათლება, თავისუფალი აზროვნება, ბრძოლის ჟინი და სწრაფვა ააშენონ უკეთესი მომავალი.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მიიღო ისეთი, როგორიც არის, დაინახო მასში კარგი, გსურდეს დაეხმარო გამოავლინოს მასში დამალული შესაძლებლობები, იყო გულწრფელად მისი ქომაგი, მეგობარი და დაეხმარო საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- მოსწავლეებს ზაფხულში წასაკითხად ვურჩევდი შემდეგ წიგნებს: „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც ავტორმა ნაცისტური რეჟიმის მიერ უმოწყალო დევნისას დაწერა. მიუხედავად იმ პირობებისა, რაც მაშინ მის გარშემო იყო გამეფებული, ანა ფრანკს სჯეროდა ადამიანთა სიკეთის და იმისიც, რომ ცხოვრება მშვენიერებებითაა სავსე.

ონჯალი რაუფის ,,ბიჭი ჩვენი კლასის ბოლო მერხზე" წიგნი ლტოლვილი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს. ის და მისი მეგობრები გაერთიანდებიან მისი მშობლების ჩამოსაყვანად რადგან საზღვრები მალე უნდა ჩაიკეტოს.

ასევე წიგნებს:

  • ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“;
  • ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარს“;
  • ჟიულ ვერნის „საიდუმლო კუნძულს“;
  • ჰარიეტ ბიჩერ სტოუს „ბიძია თომას ქოხს“;
  • მარკ ტვენის „ტომ სოიერის თავგადასავალს“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- დასახული მიზნების მიღწევას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება