სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს მოუყარონ თავი“ - ნინო მორგოშია, ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი
04-07-2024
-
+


გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მორგოშია პროფესიულ განვითარებას არასდროს წყვეტს. თავის მოსწავლეებსაც ამავეს შთააგონებს და მოუწოდებს, რომ იყვნენ შრომისმოყვარეები, წინსვლა არასდროს შეწყვიტონ. სკოლის ხელმძღვანელი მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა, მათ ყოველთვის გვერდით უდგას და სირთულეების გადალახვაში ეხმარება.

დირექტორი ნინო მორგოშია etaloni-ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:
                  
- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლე პერმანენტულად გახდეს უკეთესი დღეს, ვიდრე იყო გუშინ.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- არასოდეს თქვა - არასოდეს.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- ყველა მათ ხელთ არსებულ რესურსს მოუყარონ თავი საგამოცდოდ სტუდენტის სტატუსისთვის და ანალიზი გაუკეთონ არა მიღებულ ქულაში ასახულ შედეგს, არამედ პროცესს, რომელმაც ამ შედეგამდე მიიყვანა...

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- ახალი თაობის ერის მაჯისცემა. მთავარი და მნიშვნელოვანია მან სწორად განსაზღვროს ღირებულებები და შეარჩიოს სწორი სტრატეგია მათ დასაცავად.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ნებისმიერ შემთხვევაში იყო მის გვერდით სირთულის დასაძლევად და წარმატების გასაზიარებლად.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს...

- ზაფხულში წაიკითხონ ნებისმიერი ქართველი თუ უცხოელი ავტორის შემოქმედება მათთვის საინტერესო ჟანრის გათვალისწინებით, რადგან პრობლემა რომელიც ტექნოლოგიებმა მოიტანა არ არის ერთი წიგნის ან რომელიმე ავტორის მოსაგვარებელი. ვფიქრობ, იგი კითხვით მიღებული სიამოვნების განცდით მოგვარდება მხოლოდ. 

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე მანამ, სანამ პროფესიული ზრდის უნარი მექნება და ამ უნარის ამოწურვის შემთხვევაში მივიღო გადაწყვეტილება შევწყვიტო პროფესიული საქმიანობა, რომელსაც ყოველდღიური განვითარების გარეშე ხიბლი, ხარისხი ეკარგება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება