სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევ, ირწმუნონ შესაძლებლობების და დაბრკოლების მიუხედავად იარონ არჩეული მიზნისკენ“- სამტრედიის N6 სკოლის დირექტორი ლელა თევზაძე
04-07-2024
-
+


მარლენ ბარამიას სახელობის ქალაქ სამტრედიის N6 საჯარო სკოლის დირექტორი ლელა თევზაძე პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. ის მოსწავლეებს მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. ხელმძღვანელი ბავშვებს მოუწოდებს, რომ საკუთარი შესაძლებლობების ირწმუნონ, ცოდნის მიღება არ შეწყვიტონ და დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. მისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია მოსწავლეები ღირსეულ მოქალაქეებად აღზარდოს, რისთვისაც ძალ-ღონეს არ იშურებს.

სკოლის დირექტორი etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლის წარმატება ნიშნავს, სტრუქტურას გააჩნდეს ურთიერთთანამშრომლობის, სასკოლო საზოგადოების მხარდაჭერისა და ჩართულობის მაღალი კულტურა, ემსახურებოდეს მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესებს, მიმართული იყოს უსაფრთხო და დადებითი ემოციური გარემოს ფორმირებისკენ.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

-ფრაზა, რომელიც სასკოლო ცხოვრებიდან მუდმივად მახსოვს, არის „ნიჭი თავს არ მალავს!“ ყოველი ახალი, წინ გადადგმული ნაბიჯის გადადგმისას, ეს სიტყვები მაძლევს ძალას ბოლომდე მივაღწიო დასახულ მიზანს. 

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აბიტურიენტებს ვურჩევ, ყოველთვის ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების და ნებისმიერი დაბრკოლების მიუხედავად, მუდმივად, იარონ არჩეული მიზნისკენ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია კარგად გააცნობიერონ და ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობები, პატივი სცენ ერთმანეთს და მაქსიმალურად განივითარონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობები. სწორედ ეს შექმნის ჩვენი სამშობლოს უკეთეს მომავალს.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს, ყოველი დაშორებისას, მოუთმენლად ელოდო მასთან შეხვედრას, ხშირად გეფიქრებოდეს მასზე, ერთად გატარებულ დროსა და უკეთესი, ხალისიანი, მრავალფეროვანი დღის დაგეგმვაზე. ასევე, მუდმივად ცდილობდე შესთავაზო სიახლე, გასცე და მასთან ერთად გაიზიარო ამ სიახლეებით გამოწვეული ემოციები.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

-მოსწავლეებს ვურჩევდი თავიანთი ასაკობრივი თავისებურებებისა და ინტერესებიდან გამომდინარე შეარჩიონ ზაფხულის საკითხავი მასალა. ამაზე კომპეტენტურ რეკომენდაციას ნამდვილად მიიღებენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლისგან. ვისურვებდი, საზაფხულო არდადეგები დადებითი ემოციების შეგროვებას დაუთმონ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- საკუთარ თავს ვუსურვებდი, ბავშვებთან ურთიერთობით გამოწვეული დადებითი ემოციები, მათთან მუშაობის ენთუზიაზმი არასოდეს გამნელებოდეს. თითოეული მათგანი ჩემთვის უძვირფასესია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება