სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლის სიყვარული ნიშნავს, არ ჩაერიო მის არჩევანსა და თავისუფლებაში“ - დიდი ჭყონის N1 სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია
03-07-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი დავით ნაჭყებია პროფესიონალი, კარიერულ წინსვლასა და განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა. ის მოსწავლეების მიმართ ყოველთვის კეთილგანწყობილია, მათთან მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა და სიყვარულს ასწავლის. სკოლის ხელმძღვანელისთვის მეტად მნიშვნელოვანია მისი მოსწავლეები ღირსეულ, საამაყო მოქალაქეებად აღზარდოს, რასაც შესანიშნავად ახერხებს. ის მოსწავლეთათვის მაგალითის მიმცემია, ბავშვებისთვის რჩევა-დარიგებებს არ იშურებს, სწავლის მნიშვნელობაზე ხშირად ესაუბრება და მუდამ წინსვლისკენ მოუწოდებს.

დავით ნაჭყებია, etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს.

- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის წარმატების ორ ინდიკატორს გამოვყოფდი:
ა) დაბალი და საშუალო მოსწრების მოსწავლეთა აკადემიური პროგრესი;
ბ) მოსწავლეთა გამარჯვებები მუნიციპალურ, რეგიონულ, ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- ახლა რაც მახსენდება ესაა - „არასდროს დანებდე“, ან შეიძლება გავიხსენოთ გოეთეს პატარა ლექსი:

„თოვლსა და წვიმაში,
ქარსა და ყინვაში,
უფსკრულთა ღვარებში,
დანისლულ მხარეში,
მარად წინ, არა მწამს
სიმშვიდე არა წამს“.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- წაიკითხონ ფსიქოლოგებისა და მედიკოსების რჩევები იმის შესახებ, თუ რა გააკეთონ გამოცდების წინა დღეებში, აგრეთვე გამოცდების დღეს. მათი რჩევები ბევრად უფრო კვალიფიციური იქნება, ვიდრე ჩემი.

თუმცა, საკუთარ გამოცდილებას მაინც გაგიზიარებთ: გამოცდების წინა დღეს მსუბუქად ვმეცადინეობ, რომ არ გადავიღალო, წინა დღეებში დიდ ყურადღებას ვაქცევ სწორ კვებას და ძილის რეჟიმს, აუცილებელია სრულფასოვანი ძილი.

საკუთრივ გამოცდაზე კი საკუთარ თავს უნდა უთხრათ, რომ „ახლა ნერვიულობის დრო არ არის. თუ ვინერვიულებ, ცოდნას თავს ვერ მოვუყრი“.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- განათლება. წიგნი არ განიშორონ ხელიდან.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- ყოველთვის ეცადო არ ხელყო მისი ღირსება, ეცადო არ ჩაერიო მის არჩევანსა და თავისუფლებაში, მისი დისციპლინური გადაცდომებისას ბოლომდე ამოწურო დისციპლინური სახდელების ჰუმანისტური საშუალებები, როცა ამას გრძნობ, გამოხატო სიყვარული და კეთილგანწყობა, ასწავლო მაღალი დემოკრატიული და ჰუმანისტური ღირებულებები, ესაუბრო მხოლოდ არგუმენტებზე დაყრდნობით, ესაუბრო განათლების უპირატესობებზე არგუმენტებით, მოექცე ისე, როგორც თანასწორს და გონიერს, იყავი მისთვის მაგალითი, ეცადო მის სტიმულირებას.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- აზროვნების ისტორიაში იმდენად ბევრი დიდი ნაწარმოები შექმნილა, რომ ერთის გამორჩევა შეუძლებელია, მაგრამ რადგან ასეა საქმე, „დონ კიხოტი“ იყოს.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მუდმივ ინტელექტუალურ ზრდას. მორალური და ეფექტიანობის ასპექტებით სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება