| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლას დირექტორი ლალი გულედანი წარმატებით ხელმძღვანელობს. პროფესიასა და მოსწავლეებზე შეყვარებული ღირსეულ, სამაგალითო მოქალაქეებს ზრდის, აძლევს ხარისხიან განათლებას და სიკეთის კეთებას ასწავლის, მაგალითს კი თავად აძლევს. ახალ თაობას მოუწოდებს გაითავისონ, რომ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ და არ დაავიწყდეთ „ვისი გორისა არიან“.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ლენჯერის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ლალი გულედანი პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- მოსწავლეთა მიღწევებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების მიმართულებით.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- „ყოველთვის აკეთე სიკეთე“ - სიკეთის კეთებას ვასწავლი მეც ყველას.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- წარმატებისთვის ნებისყოფა და ცოდნაა აუცილებელი, დროს ფუჭად ნუ დაკარგავენ.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- გაითავისონ ის მოსაზრება, რომ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ საზოგადოებაში იცხოვრებენ, არ უნდა დაავიწყდეთ „ვისი გორისა არიან“.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- ფიქრობდე მის მომავალზე, სიყვარულის გარეშე მასში ადამიანობას ვერ „დათესავ“.
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- ნებისმიერი წიგნის წაკითხვით შეიძლება ადამიანმა ბევრი კარგი რამ ისწავლოს... და მაინც „გმირთა ვარამი“.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიცხოვრო ბედნიერ სასკოლო და სათემო საზოგადოებაში, ვემსახურო ბედნიერი და წარმატებული თაობის აღზრდას.
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
მასობრივი ინტოქსიკაცია თბილისის ბაღებში - მოიწამლნენ ბავშვებიც და პერსონალიც, 7 დაწესებულება დაიხურა, გამოძიება დაწყებულია
არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები
რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას