სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„წარმატებულია სკოლა, სადაც ეფექტიანი სასწავლო გარემოა, ყველა მოსწავლეს შეუძლია რეალიზება“- მიქავას თემის N2 სკოლის დირექტორი თამარ ქობალია
03-07-2024
-
+


წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქობალია მომავალი თაობების კეთილდღეობისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და მათთვის ხარისხიან განათლებას და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს უზრუნველყოფს. როგორც თავად აღნიშნავს, წარმატებულია სკოლა სადაც შექმნილია უსაფრთხო და ეფექტიანი სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თავის პოვნა და რეალიზაცია, სადაც სასწავლო პროცესი ორენტირებულია მოსწავლეებსა, მათ წარმატებაზე. სკოლის წარმატებისთვის კი მაღალი პროფესიონალიზმით დაუღალავად შრომობს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მიქავას თემის N2 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ქობალია პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- სკოლას სადაც შექმნილია უსაფრთხო და ეფექტიანი სასწავლო გარემო, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია საკუთარი თავის პოვნა და რეალიზება, სადაც სასწავლო პროცესი ორიენტირებულია მოსწავლეზე, მათ წარმატებებზე.

წარმატებულ სკოლაში სასწავლო პროცესის შინაარსი თანაბრად შედგება როგორც აკადემიური ცოდნის, ისე ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევებისაგან.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „იყავი პასუხისმგებლიანი, შრომისმოყვარე და სამართლიანი.

- ყოველთვის გახსოვდეს ვინც ხარ და საიდან მოდიხარ, არასოდეს შეიცვალო, თუ შეიცვლები მხოლოდ უკეთესობისკენ. არასდროს დანებდე, რადგან ცხოვრება ერთი დიდი წინაღობაა და დაბრკოლებებითაა სავსე, რამაც არასდროს არ უნდა შეგაშინოს და გაიმარჯვოს შენზე’’.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- აბიტურიენტებს ვურჩევდი, იყვნენ მიზანსწრაფულნი, მოინდომონ და ყველაფერი გამოუვათ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- განვითარებისთვის მუდმივი ინოვაციაა საჭირო და  სიახლეების ძიება. აუცილებელია მოტივაციის ამაღლება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მოსწავლეების სიყვარულით სავსე თვალები მასწავლებელს უმსუბუქებს პასუხისმგებლობას და სირთულეს, რომელიც მას პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას უხდება. 

„ყველაზე ძვირფასი ჯილდო მოსწავლის სიყვარულია“. ვაგრძნობინებთ, რომ გვიყვარს, კეთილგანწყობილი ვართ მათ მიმართ და ვზრუნავთ მათზე.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- ნოდარ დუმბაძის - „მზიანი ღამე“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

-ჩემს თავს ვუსურვებ ვემსახურო ზუსტად იმას, რაც ვარ და რაც მინდა გავაკეთო. ვიპოვო ნათელი მხარე ნებისმიერ შემთხვევაში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება