| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლას დირექტორი ნუნუ სილაგავა სამაგალითოდ ხელმძღვანელობს. სკოლის წარმატებისთვის ძალ-ღონეს არ იშურებს და აღნიშნავს, რომ სკოლის წარმატება გამართული ინფრასტრუქტურა, მაღალკვალიფიციური ადამიანური რესურსი, კარგი ფორმალური და არაფორმალურ განათლება და ბევრი რეალიზებული მოსწავლეა.
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ბესიკ ხულორდავას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოს საჯარო სკოლის დირექტორი ნუნუ სილაგავა პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- იდეების რეალიზებას, გამართული ინფრასტრუქტურის მოწყობას, მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურს, კარგ ფორმალურ და არაფორმალურ განათლებას, წარმატებულ და რეალიზებულ მოსწავლეთა რაოდენობას.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- გიყვარდეს მოსწავლეები, პატივი ეცი მათ მოსაზრებებს და იყავი კოლექტივის სრულფასოვანი წევრი.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- გამოცდებზე იყვნენ მშვიდად, მობილიზებულად, ყურადღებით, მოახდინონ მიღებული ცოდნის ტრანსფერი და ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები მათ!
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ცოდნის მიღება, სამშობლოს სიყვარული და საზოგადოების ღირსეულ წევრად ყოფნა.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- სკოლაში მისთვის გაიღო ყველაფერი...
- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...
- საკმაოდ მრავალფეროვანი წიგნები იბეჭდება და თვითონ აარჩიონ მათი გემოვნების შესაფერისი ლიტერატურა.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- ვიყო სამართლიანი და სკოლის ღირსეული წარმომადგენელი.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან.
სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა