სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტებს ვურჩევდი, კონცენტრირდნენ გამოცდებზე და გამოავლინონ საკუთარი ცოდნა“ - ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი
03-07-2024
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი სკოლის წარმატებად წინსვლაზე ორიენტირებულ სასკოლო საზოგადოებას მიიჩნევს. თავადაც გამოწვევებს არ უშინდება და სიახლეებისკენ მიისწრაფვის. სკოლაში ახალი თაობისთვის ქმნის მათ ინტერესებზე მორგებულ გარემოს, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა განვითარდეს. მოწაფეებს კი პოტენციალის გამოვლენაში აქტიურად ეხმარება და ახალისებს მათ შესაძლებლობებს. 

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკის საჯარო სკოლის დირექტორი მოვსეს ალვანჯიანი პასუხობს. 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- წარმატებულ და წინსვლაზე ორიენტირებულ სასკოლო საზოგადოებას. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შენ გექცეოდნენ.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- კონცენტრირდნენ გამოცდებზე და გამოავლინონ საკუთარი ცოდნა.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- უსაფრთხო გარემო, სადაც ყველას აქვს შანსი განვითარდეს და იყოს წარმატებული.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- განუვითარო სწორი თვითშეფასების უნარი და ხელი შეუწყო ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი.

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- ზოგადად მხატვრული ლიტერატურა იმითაა საინტერესო, რომ თითოეული მკითხველი ერთი და იმავე ნაწარმოების წაკითხვისას რაღაც განსაკუთრებულს და საკუთარს პოულობს ხოლმე. ამიტომ რთულია, ურჩიო მოსწავლეს რა წაიკითხოს ყველას განსხვავებული ჟანრის ნაწარმოების კითხვა იტაცებს.

-საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- მომავალ სასწავლო წელს განვახორციელო ყველა ის ჩანაფიქრი, რაც ჩემი სკოლის წინსვლას ეხება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება