| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

აკაკი შანიძის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, მუდმივად ცდილობს, მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. თუმცა საგნობრივი ცოდნის პარალელურად, ნოღის სკოლის ხელმძღვანელობისა და მასწავლებლებისთვის, უზენაესია უპირობო სიყვარული მომავალი თაობების მიმართ. ალბათ სწორედ ეს განაპირობებს სკოლის წარმატებასაც.
რას ნიშნავს მოსწავლის სიყვარული? რას ურჩევდა აბიტურიენტებს და რომელი დარიგება არ დაავიწყდება არასოდეს? - etaloni.ge-ს კითხვებს აკაკი შანიძის სახელობის, სამტრედიის მუნიციპალიტეტის, ნოღის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ციალა ძნელაძე პასუხობს.
- სკოლის წარმატება ნიშნავს...
- სკოლის წარმატება ნიშნავს, სკოლას ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც ზრუნავენ თითოეული მოსწავლის მრავალმხრივ განვითარებაზე, მისცენ ისეთი ცოდნა, რომ ბავშვებმა წარმატებით მიიღონ მონაწილეობა მუნიციპალურ, რესპუბლიკურ თუ საერთაშორისო კონკურსებში, სკოლას ჰყავდეს ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს აბარებდნენ მაღალ ქულებზე და იღებდნენ გრანტს.
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...
- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება, ემოციურ ფონზე, აღელვებულ მდგომარეობაში, არ მივიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება.
- აბიტურიენტებს ვურჩევდი...
- აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ პროფესია აირჩიონ საკუთარი ინტერესებისა და შესაძლებლობებიდან გამომდინარე.
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...
- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია შეიძინონ ისეთი ცოდნა, რომ შეძლონ 21-ე საუკუნის გამოწვევების შემეცნება, გააზრება და პრაქტიკული გამოყენება.
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...
- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს მისი ემოციების, დარდისა თუ სიხარულის გაზიარებას. მან უნდა დაინახოს, რომ ხარ მისი მეგობარი, შეგიძლია დარდის შემსუბუქება, რჩევის მიცემა.
- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...
- მოსწავლეებს ზაფხულში ვურჩევდი, წაიკითხონ ,,ვეფხისტყაოსანი“ და გაითავისონ ის დიდი სიბრძნე, სიყვარული, მეგობრობა, რაც იქ არის გადმოცემული.
დაწყებით კლასებს კი ვურჩევდი ზღაპრების და მათი ასაკის შესაბამისი შემეცნებითი ნაწარმოებების წაკითხვას.
- საკუთარ თავს ვუსურვებდი...
- საკუთარ თავს ვუსურვებდი, ჯანმრთელობას, ენერგიულად ყოფნას რათა შევძლო წარმატებით ვემსახურო ჩემს სკოლას
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია
„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება
შვილებს უნდა ავუხსნათ, რომ თავისუფლება არ ნიშნავს სხვისი უფლების დარღვევას...
„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...
„ყველას უღრმესი მადლობა ჩვენი სკოლის ავტორიზაციის მიღებით გამოწვეული დიდი სიხარულის გაზიარებისთვის!“
მოსწავლეებმა შეაჯამეს ორწლიანი წარმატებები, გაიხსენეს საინტერესო გაკვეთილები, პროექტები თუ გასვლითი აქტივობები