სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი ხელმისაწვდომობა საუკეთესო განათლებაზე“-ეკატერინე ენდელაძე, თბილისის N142 სკოლის დირექტორი
02-07-2024
-
+


ეკატერინე ენდელაძე თბილისის N142 საჯარო სკოლის ენერგიული, წარმატებისკენ მიმართული, მიზანდასახული და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული დირექტორია. პროფესიონალიზმით ის სამაგალითოდ მართავს სკოლას და ემსახურება ყველაზე ღირებულს - ერუდირებული, განათლებული და ინტელექტუალური თაობების აღზრდას. მისთვის მთავარია ყველა ოცნების მიზნად ქცევა, რადგან, როგორც თავად ამბობს, ოცნებები იშვიათად სრულდება, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს - სწორედ ამ მიდგომით ის საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს და წინსვლისკენ მიისწრაფის. 

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ეკატერინე ენდელაძესთან: 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- შესაძლებლობა, ყველა მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი პირობები და ხელმისაწვდომობა საუკეთესო  სასკოლო განათლებაზე, მოსწავლეთა ინდივიდუალურობის გათვალისწინებას. 

მოგეხსენებათ ყველას სხვადასხვა ტალანტი აქვს და სკოლა უნდა დაეხმაროს მათ იპოვონ ბუნებრივი ნიჭი. 

პედაგოგების მაღალი კვალიფიკაციას, მათი გადამზადების ძლიერი სისტემის არსებობას. პედაგოგთა  კოლაბორაციისა და ურთიერთთანამშრომლობის მაღალი დონეს. უდიდეს დაფასებასა და ნდობას პედაგოგების მიმართ, მასწავლებლის პროფესიის პრესტიჟულობასა და საზოგადოებაში განათლების  ფასეულ ღირებულებას. 

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- „ყველაფერი შენზეა დამოკიდებული, თითოეული პროფესიული წარმატება საკუთარი ძალებით უნდა შექმნა".

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- იყვნენ უფრო დაკვირვებულნი და საგამოცდო პროგრამა სრულყოფილად გაიარონ. თუ საჭიროა, კვლავ მიუბრუნდნენ უკვე გავლილ თემებს  და მეცადინეობები წარმართონ ეფექტურად.

ნუ ინერვიულებენ, ეს ხელს უშლით, მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- გამოიყენონ  დრო იმაში გასარკვევად, რა მსოფლმხედველობა აქვთ თავად. შეძლონ უპასუხონ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას - საით მინდა წავიყვანო საკუთარი ცხოვრება? იკითხონ ყოველდღე. დააფასონ  დრო და გამოიყენონ ის მხოლოდ თავიანთ სასიკეთოდ. გააცნობიერონ, რომ წარმატებას დრო სჭირდება, ისევე, როგორც პიროვნებად და ინდივიდად ჩამოყალიბებას. იცოდნენ, რომ სისწრაფეში აშენებული არც ერთი კედელი არ არის მყარი და ღირებულებები ერთ წუთში არ ყალიბდება.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მასწავლებლის უნარს, შეძლოს მოსწავლის სწავლით დაინტერესება და იმ საოცარ კონდიციამდე მიყვანა, როდესაც მოსწავლეს სწავლა გაიტაცებს. მოსწავლეების არა მხოლოდ ცოდნით, არამედ პიროვნული უნარ-თვისებებითაც მოხიბვლას. მასწავლებლის სწორ ღირებულებებს, რომლითაც  მიიზიდავს მოსწავლეებს, შეაყვარებს  საგანს, გახდეს სმოსწავლეებისთვის სანდო და საიმედო საყრდენი. მცოდნეს, თავადაც აქტიურ, განვითარებისკენ მსწრაფ მასწავლებელს, რომელსაც შეუძლია სასარგებლო და კრეატიული გაკვეთილის ჩატარება. 

- წიგნი რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

• ანა ფრანკის დღიური - ნაწარმოებში მეორე მსოფლიო ომის სისასტიკეა აღწერილი, რომელსაც დღეს უკრაინაში ვხედავთ;

• ვახტანგ ჭელიძის „ქართლის ცხოვრების ქრონიკები“ - საქართველოს ისტორიის პროზაული გადმოცემა თავისი დადებითი და უარყოფითი ასპექტებით;

• იუვალ ნოახ ჰარარის „საპიენსი“ – კაცობრიობის მოკლე ისტორია. ეს არის მსოფლიო ისტორიის თანამედროვე გააზრება. 

ამ წიგნების  წაკითხვის შემდეგ, ახალგაზრდები გაიაზრებენ, რა საფეხურები გაიარა ცივილიზაციამ წარსულიდან დღემდე.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- სურვილი ეს არის ჩვენი ოცნება და მოლოდინი, „იმედი“, რომ რაღაც, რაც ჩვენ გვინდა ოდესმე მოხდება, ყოველგვარი დროითი ჩარჩოს გარეშე. მიზანს მოაქვს რეალური რაოდენობრივი და ხარისხობრივი შედეგი, სურვილს კი მხოლოდ ემოციური კმაყოფილება. 

ჩემი მიზნები გაცილებით მეტია ვიდრე ოცნებები... იმიტომ, რომ ოცნებები იშვიათად სრულდება, მიზანი კი ყოველთვის ამართლებს. 



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება