სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს განათლებულ თაობებს, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ნათელ მომავალს“ -  ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე
02-07-2024
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის საჯარო სკოლის დირექტორი ვიოლა აკობიძე მოსწავლეთა სიყვარულითა და პატივისცემით გამოირჩევა. სკოლის ღირსეულ ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბავშვს პირველ რიგში, მასწავლებელი უნდა უყვარდეს, ამის შემდგომ კი საგნითაც დაინტერესდება. სწორედ ესაა მისი დევიზი. მოსწავლეებისთვის დირექტორი რჩევებსაც არ იშურებს და მათ ყოველთვის წინსვლისკენ მოუწოდებს. ბავშვებს ხშირად ეუბნება, რომ იყვნენ ზრდილობიანნი, კაცთმოყვარენი და ქვეყნის მშენებლობაში ჩაერთნონ.

დირექტორი ვიოლა აკობიძე etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს პასუხობს:           

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- განათლებულ თაობებს, რომლებიც ქმნიან ქვეყნის ნათელ მომავალს.

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- პირველად, როცა შევაღე სკოლის კარი, როგორც მასწავლებელმა ჩემმა წინამორბედმა დამარიგა, რომ მთავარია მასწავლებელი უყვარდეს ბავშვს და ამის შემდეგ შეაყვარებ მას შენს საგანს. ამ დევიზით მოვდივარ დღემდე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- სწორად დაგეგმონ და აირჩიონ პროფესიები, რადგან უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ არ აღმოჩნდნენ მხოლოდ კონსულტანტები.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია...

- იყვნენ ზრდილობიანი, კაცთმოყვარენი და ქვეყნის მშენებლობაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- როცა მასწავლებელი მისით ყოველი დღე ბედნიერია.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში...

- „ანა ფრანკის დღიურები“.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჩემი დირექტორობის პერიოდში მქონდეს ახალი სკოლის შენობა გამართული ინფრასტრუქტურით, რადგან ეს არ გახდეს მიზეზი სოფლიდან ბავშვების გადინებისა და უფრო ნაყოფიერი იყოს ჩემი მუშაობა სკოლის დირექტორის პოზიციაზე.



კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება