სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლის წარმატება ნიშნავს მოსწავლეთა მომზადებას ცხოვრებისთვის“ - ნოდარ ბერძენაშვილი, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
02-07-2024
-
+


ნოდარ ბერძენაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც ბავშვების უპირობო სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანია, მისი მიზანია სამშობლოს ეროვნული ღირებულებებით განმსჭვალული, პატრიოტი ახალგაზრდები აღუზარდოს. ის მუდმივად განვითარებისკენ მიისწრაფის და ამას ურჩევს აბიტურიენტებსაც - იყვნენ ინოვაციების მიმდევრები!

Etaloni.ge გიზიარებთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ნოდარ ბერძენაშვილთან: 

- სკოლის წარმატება ნიშნავს...

- მოსწავლეების მომზადებას ცხოვრებისათვის, საზოგადოებისათვის სასარგებლო პიროვნების აღზრდას.  

- დარიგება, რომელიც ყოველთვის მემახსოვრება...

- ცხელ გულზე გადაწყვეტილება არ მიიღო,  ყველაფერი აწონ-დაწონე.

- აბიტურიენტებს ვურჩევდი...

- გულისხმიერად მოეკიდონ სასწავლო პროცესს, იყვნენ ინოვაციების მიმდევრები, რათა ცხოვრება გაუადვილდეთ და ქვეყანასაც სასარგებლო საქმეები გაუკეთონ.

- ახალი თაობისთვის მნიშვნელოვანია... 

- ეროვნული, პატრიოტული მოტივებით აღზრდა, მეტი შრომისმოყვარეობა სხვის იმედად ნაკლებად ყოფნა, სჯეროდეს თავის საქმიანობის, სადაც არ უნდა მოღვაწეობდეს. მთავარია არა სიმდიდრის მოხვეჭა, არამედ ამ ქვეყნიდან კაცურად წასვლა.

- მოსწავლის სიყვარული ნიშნავს...

- მათი წარმატების გაზიარებას, რჩევების მიცემას, ყველა ბავშვის სიყვარულის, მიუხედავად მათი შესაძლებლობებისა.

- წიგნი, რომლის წაკითხვასაც ვურჩევდი მოსწავლეებს ზაფხულში ...

- მოსწავლეებს ვურჩევდი „საქართველოს მეფეების“ წაკითხვას, იმ წიგნების წაკითხვას, რაც სამშობლოსათვის თავდადებულ ადამიანებს მიეძღვნათ.

- საკუთარ თავს ვუსურვებდი...

- ჯანმრთელობას, შვილებისა და შვილიშვილების კარგად ყოფნას. ქვეყნის წინსვლას და წარმატებას.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება