სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„არტ და დრამათერაპია სკოლებში“ - ნიგვზიანის საჯარო სკოლის პედაგოგ შორენა ფილიაკოვას საინტერესო პროექტი და თეატრალური დასების წარმატებული ნაბიჯები
01-07-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

სკოლის სპეცმასწავლებელი და ინტეგრირებული თეატრალური დასის „პინოქიოს“ ხელმძღვანელი შორენა ფილიაკოვა მოსწავლეებს თეატრალურ ხელოვნებას აზიარებს.

მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დასმა გამართა საბავშვო სპრქტაკლის - „პინოქიო“ პრემიერა. პრემიერა ჩატარდა ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე და მაყურებლის დიდი მოწონება და მხურვალე აპლოდისმენტები დაისმახურა. 

აღსანიშნავია, რომ შორენა ფილიაკოვას პროექტი - „არტ და დრამათერაპია სკოლებში“ წარმატებით ხორციელდება, რასაც სხვა სკოლების მხრიდანაც დიდი ინტერესი და პროექტში ჩართულობა მოჰყვა. 

როგორც შორენა ფილიაკოვა გვიყვება, თეატრალური დასი ხაჯალიის საჯარო სკოლაშიც ჩამოყალიბდა. 

„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლის დირექტორის - ხათუნა აფხაზავას თხოვნით, ხაჯალიის საჯაროს სკოლაშიც შევქმენით ინტეგრირებული თეატრალური დასი „Perfomsnce“ და მაყურებლის წინაშე წარვადგინეთ ახალი სპექტაკლი - „ემიგრანტი დედა“,- გვეუბნება პედაგოგი. 

2024 წლის 19-20 ივნისს დასების ხელმძღვანელი მოსწავლეებთან ერთად მიიწვიეს ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ რიყეთის კულტურის ცენტრში, სადაც წარმოვადგინეთ ორივე სპექტაკლი.

გასტროლმა წარმატებით ჩაიარა, ზემო აჭარის მაყურებელი კი კმაყოფილი დარჩა. ტაშით და ოვაციებით ამაყი პატარა მსახიობები კი დადებითი ემოციებით დაბრუნდნენ ლანჩხუთში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:





კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება