| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2023-2024 სასწავლო წლის დასრულება განსაკუთრებით ემოციური გახლავთ პირველკლასელთათვის, რომლებიც სექტემბერში, უკვე სხვანაირები დაუბრუნდებიან ცოდნის ტაძარს; მანამდე კი არის არდადეგების დაწყებით განოწვეული სიხარული, პირველ მასწავლებელთან განშორების სევდა და ემოციების ზღვა... ამის დასტურია ხონის N4 საჯარო სკოლის პირველკლასელთა ღონისძიებაც, რომელიც პატრიოტული მოტივებით გაამრავალფეროვნეს პატარებმა და მასწავლებელთან ერთდ „საქართველო და დედაენა“ უწოდეს.
ღონისძიების მიზანი სასცენო უნარების, მეტყველების კულტურის, თანამშრომლობის უნარის, პატრიოტული გრძნობის ჩამოყალიბება გახლდათ.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობების ინსცენირება მოაწყვეს და მისი ბიოგრაფიის შესახებ ისაუბრეს. ღონისძიებაში კი ნპირველკლასელების გარდა, სხვადასხვა კლასის მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ.
იდეის ავტორი ელიზა ჩიხლაძე, ხოლო ღონისძიების ორგანიზატორები: თამარ ბოჭორიშვილი, ანა მელქაძე, ნინო საღარეიშვილი გახლდათ.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, შესაფერისი გარემოს მოწყობაზე პედაგოგმა ია ტერელაძემ და მშობელმა თამარ ხარაბაძემ იზრუნეს. ქორეოგრაფი კი ნარგიზა აბსავა იყო.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
პატარებს სკოლის დირექტორმა, რუბენ ვარდანიანმა კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადასცა