სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს ხარისხიან გაკვეთილს“- ეკა ვეზდენი, წალკის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი
25-06-2024
-
+


წალკის N1 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ეკა ვეზდენი თითოეული მოსწავლის განვითარებაზე, მოტივირებასა და შემოქმედებითი შესაძლებლობების გამოვლენაზე ზრუნავს. ის ამ მიზნით, სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობას ახორციელებს. 

ფიქრობს, რომ მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება მისი მოსწალეების წარმატებაა და ამისთვის დაუღალავად შრომობს. პედაგოგმა ამჯერად etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს უპასუხა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. 

- კარგი მასწავლებლის სამი აუცილებელი თვისება...

- გქონდეს მოსწავლეებთან მეგობრული ურთიერთობა, იყო კრეატიული, შეგეძლოს სიტუაციის მართვა.

- საკლასო ოთახში დისციპლინა ნიშნავს...

- ხარისხიან გაკვეთილს, სადაც ყველა მოსწავლე ჩართულია საგაკვეთილო პროცესში, სადაც მოსწავლეს შეუძლია, თავისუფლად წარმოთქვას მოსაზრება, გაგვაცნოს საინტერესო იდეა, შეეძლოს  სხვისი აზრისა და მოსაზრების მოსმენა, თანამშრომლობა კლასელებთან, ჯგუფთან...  სადაც მასწავლებელს შეუძლია თითოეულ მოსწავლეს საჭიროების და უნარ-ჩვევების გათვალისწინებით მოარგოს გაკვეთილის თემატიკა.

- ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებ გაკვეთილზე...

- მშვენიერია... შესანიშნავია... ყოჩაღ...  ასე გააგრძელე... კარგად გამოგდის.

- აბიტურიენტი რომ ვიყო... 

- აუცილებლად ავირჩევდი შემოქმედებით სასწავლო კურსს.

- როგორ ფიქრობთ, როგორ დაგახასიათებდნენ თქვენი მოსწავლეები...

- ყველასგან გამორჩეულ, ყველაზე აქტიურ და ახალგაზრდების ინტერესებზე მორგებულ მასწავლებლად, რომელიც ყოველთვის ცდილობს, კრეატივითა და ხალისით გვასწავლოს, გაგვიმარტივოს სწავლის პროცესი და მასთან ერთად შეგვაყვაროს. ყველასგან განსხვავებულ და განსაკუთრებულ მასწავლებლად, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩვენი წარმატებისთვის და სიხარულისთვის.

- ყველაზე დიდი წარმატება, რისთვისაც სასწავლო პროცესში მიგიღწევიათ...

- მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი წარმატება მისი მოსწალეების წარმატებაა (მყავს  ქვემო ქართლის რეგიონში კალიგრაფიის კონკურსში პრიზიორი მოსწავლეები, ასევე გამოფენებში და მოსწავლეთა კონფერენციებში მონაწილე მოსწავლეები. ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება ჩემ მიერ განხორციელებულ და ორგანიზებულ პროექტებში, ღონისძიებებში და სხვა აქტივობებში ჩემი მოსწავლეების, მშობლების და მასწავლებლების აქტიური ჩართულობა და თანამშრომლობაა. განსაკუთრებით მინდა ავღვნიშნო ჩემი ისეთი პროექტები (ერთი დღე ხელოვნებისთვის, ჩვენი პატარა მეგობრები, კონკურსები , ვიქტორინები და გამოფენები), სადაც არა მარტო ჩვენი სკოლის, არამედ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლები, საბავშვო ბაღები, ჩვენ მუნიციპალიტეტში არსებული ბავშვთა უფლებებისა და მხარდაჭერის სამსახური იღებს მონაწილეობას. მაგრამ ყველაზე მეტი წარმატება ჩემთვის  ის სიყვარულია, რასაც თითოეული მოსწავლისგან ვგრძნობ.

- მოსწავლე რომ ვიყავი, განსაკუთრებით მაინტერესებდა..

- ყოველთვის მაინტერესებდა და მიზიდავდა შემოქმედებითობა, რომელიც შემდგომში საქმიანობად მექცა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

მოსწავლეთა 7 კატეგორია, რომლებსაც ფორმა უფასოდ გადაეცემა - ჩამონათვალი

სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო - შეიცვალა თუ არა ფასი

მუნის დაუდასტურებიდან რამდენ ხანში შეიძლება დაბრუნდეს მოსწავლე სკოლაში

ბაღის აღმზრდელთა ხელფასები სკოლის პედაგოგების ანაზღაურებას გაუთანაბრდა - კვალიფიციური კადრების დეფიციტთან ბრძოლის მექანიზმი მსოფლიოს ქვეყნებში​

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

უცხოური ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი სალომე ჭიპაშვილი და ACT გამოცდის კოორდინატორი ვაჟიკო ნაჭყებია გამოცდის შესახებ დეტალურად გვესაუბრებიან. 

სკოლაში მოსწავლეთა ეკოცნობიერებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა

ბავშვებმა ბუნების წიაღში განსხვავებული, ფერებითა და სიხარულით სავსე გარემო შექმნეს

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება