| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წელი მოსწავლეებისთვის დასრულებულია, პედაგოგებს კი ჯერ აქვთ დრო საბოლოო შეფასებების დაფიქსირებამდე. მხოლოდ ამის შემდეგ გაირკვევა, დაძლიეს თუ არა ბავშვებმა საფეხური და კლასი წარმატებით.
ესგ-ს მიხედვით, „სკოლაში კლასი დაძლეულად ჩაითვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში, მოსწავლეს მიღებული აქვს „ჩათვლა“. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
მაგრამ რა ხდება, თუ მოსწავლეს კლასში რომელიმე საგანში აქვს 5.0-ზე დაბალი წლიური შეფასება? - დოკუმენტში განმარტებულია, რომ ასეთ დროს, სკოლა ვალდებულია, მოსწავლეს შესთავაზოს რემედიაციის პროგრამა საშემოდგომო გამოცდის ჩატარებამდე.
რემედიაციის პროგრამა სპეციალურად იქმნება კონკრეტული მოსწავლისთვის სასწავლო პროცესში გამოკვეთილი შეფერხებების აღმოფხვრის მიზნით.
საშემოდგომო გამოცდის წესსა და პროცედურას განსაზღვრავს თავად სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმით.
რემედიაციის პროგრამაში ჩართული მოსწავლის მობილობის შემთხვევაში მიმღები სკოლა მოსწავლეს რიცხავს ასაკის შესაბამის კლასში და იღებს ვალდებულებას რემედიაციის გზით საგნის/საგნების დაძლევის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ რემედიაციის პროგრამა დაწევისა და დაჩქარებული სწავლების კურიკულუმის სახით სკოლამ უნდა შესთავაზოს იმ მოსწავლეებსაც, რომლებიც არიან სკოლის მიღმა ან იმყოფებიან სკოლის მიტოვების მაღალი რისკის ქვეშ. კურიკულუმის შინაარსს განსაზღვარვს თავად სკოლა ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
ჭუბერის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე დაწყებითი კლასებიდანვე ზრუნავენ
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა