სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უდიდესი აღმოჩენები“​ - ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეთა პროექტის შთამბეჭდავი შემაჯამებელი გაკვეთილი
07-06-2024
-
+


ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტებით წარმატებით სწავლობენ. სასწავლო მიდგომა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, IX კლასში ინგლისურ ენაში ჩატარდა პროექტის შემაჯამებელი გაკვეთილი თემაზე - „უდიდესი აღმოჩენები“.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაციები სხვადასხვა უდიდეს აღმოჩენებზე და წარადგინეს კლასის წინაშე. გამოიყენეს „მეთოდი ექვსი მოაზროვნე ქუდი“ , რომელიც პოპულარობით სარგებლობს სკოლებსა თუ უნივერსიტეტებში.

„მეთოდი აქაც გამოგვადგა და გამოვიყენეთ როგორც - კრეატიულები, პოზიტიურები, განსჯის და შემაჯამებლის როლით. მოაზროვნე ქუდების მფლობელებმა იმსჯელეს საკითხის ირგვლივ და ბოლოს შეაჯამეს კიდეც გაკვეთილი“,- გვიყვებიან სკოლაში და დასძენენ, რომ გაკვეთილი საკმაოდ საინტერესო და ამავდროულად სახალისოც იყო. 

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს ლექსიკური მარაგის გამდიდრებას, სამეტყველო უნარ-ჩვევების განვითარებას, ასევე კვლევა -ძიების, პრეზენტაციის, კომუნიკაციის, განსჯის, გაანალიზების უნარებს. 

სასწავლო პროცესს ინგლისური ენის მასწავლებელი თამილა დუმბაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო და შემეცნებითი გაკვეთილებით ყოველთვის ანებივრებს. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებლებისთვის ელ. ჟურნალში მუშაობის ვადები განისაზღვრა 

რომელ რიცხვამდე შუეძლიათ მასწავლებლებს II-XI კლასის მოსწავლეებისთვის ნიშნების, დაწერა და ცვლილებების შეტანა-emis ელ.ჟურალში მუშაობის ვადებს ასახელებს

როდის უნდა ამობეჭდოთ და რა უნდა იცოდეთ საგამოცდო ბარათის შესახებ

ადმინისტრაციულ ტექნიკურ პერსონალს ხელფასი 20%-ის ფარგლებში გაეზარდა

გაკონტროლდება აღსაზრდელებისა და აღმზრდელების რაოდენობაც

საჯარო და კერძო სკოლებში სხვადასხვა საგნის პედაგოგების დასასაქმებლად ახალი ვაკანსიები გამოცხადდა

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლამ და კლასის დამრიგებელმა მე-5 კლასში გააცილეს თაობა, რომელიც მზად არის ახალი მწვერვალების დასაპყრობად

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება