სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბის შემეცნებითი ვიზიტი საჯარო ბიბლიოთეკაში 
07-06-2024
-
+


ქუთაისის №4 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბ „კეჟერაძეები“, რომლის წევრებიც მხატვრულ ლიტერატურას აქტიურად ეცნობიან და საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებში არიან ჩართულნი. 

ახლახან, მკითხველთა კლუბის წევრები კლუბის ხელმძღვანელ მაია ჟვანიასა და სკოლის დირექტორ მაკა გუბელაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში.

მოსწავლეები ბიბლიოთეკის სხვადასხვა განყოფილებასა და მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ, ანბანურ კატალოგში სასურველი ავტორები მოძებნეს, პერიოდიკის განყოფილებაში კი გასული საუკუნის პერიოდული გამოცემები დაათვალიერეს. დაინტერესდნენ აგრეთვე იშვიათ გამოცემათა განყოფილებითა და „წითელი წიგნით“.

ბიბლიოთეკაში ვიზიტი მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და სახინტერესო აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში

თბილისში ძარცვისა და ქურდობის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს - ზარალი 20 000 ლარს აღემატება

შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში

გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენისა და შემოწმების ვადები იცვლება

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
მოსწავლეებმა საკლასო ოთახში ღონისძიებით გააცოცხლეს იმერული შემოდგომა
 
პირველკლასელებმა მწვანე მომავლისკენ პირველი ნაბიჯი გადადგეს
 

სკოლაში მას გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და წარმატებას უსურვებენ ამ მნიშვნელოვან ასპარეზზე

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება