სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N16 სკოლის მოსწავლის - ალექსი მიქაძის ნამუშევარმა კარტოგრაფიულ კონკურსში გაიმარჯვა 
05-06-2024
-
+


ქუთაისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ წარმატებას აღწევენ. 

ამჯერად, სკოლაში მოსწავლის - ალექსი მიქაძის მიღწევით ხარობენ. ის „ალექსანდრე ასლანიკაშვილის სახელობის საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის“ მიერ გამოცხადებულ მოსწავლეთა კონკურსში - „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ მონაწილეობდა. 

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით, მისმა ნამუშევარმა - „ზეზვა და მზიადან...მომავლის სამყარომდე“, გაიმარჯვა.

სკოლაში საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციისგან წერილიც მიიღეს. მასში ნათქვამია, რომ ასოციაციის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულთა ნაშრომები, სხვადასხვა კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა გამოცემაში განთავსდება. ასევე, გამარჯვებული ნომინაციებიდან გამოსაცემად მზადდება ატლასი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მიმდინარე წლის, 16-21 ივნისს, ბულგარეთის ქალაქ ნესებარში, საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის ეგიდით ჩასატარებელ კონფერენციაში - „კარტოგრაფია და გეოინფორმაციული სისტემები“. აღნიშნული ღონისძიების მონაწილეები ალექსი მიქაძის ნაშრომს გაეცნობიან. 

სწორედ ამიტომ, ასოციაციამ სკოლას ზემოთ აღნიშნულ კარტოგრაფიულ ნაწარმოებებში განსათავსებლად მოსწავლის ნამუშევრის გამოყენების ნებართვა ითხოვა. 

სკოლაში მოსწავლის მიღწევით ამაყობენ. 

ქუთაისის კიდევ ერთი წარმატებული მოსწავლე! გილოცავ ჩემო თვალხატულა ბიჭო ამ გამარჯვებას“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორის მოადგილე მაია ფხაკაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

მოსწავლესთან ერთად საგანმანათლებლო პროცესიც შეფასდება - მინისტრის ბრძანება 

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება