სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გერმანულენოვან კონკურსში წარმატება მოიპოვეს
29-05-2024
-
+


ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა ოლიმპიადასა და კონკურსში დიდი მონდომებით ერთვებიან, სადაც წარმატებას აღწევენ.

ამჯერად, ისინი გერმანულ ენაზე, ხმამაღლა კითხვის კონკურსში მონაწილეობდნენ.

23 მაისს აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერმანული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით, ყოველწლიური ღონისძიების Goethe-Tage ფარგლებში, გაიმართა მოსწავლეთა დაჯილდოება ხმამაღალი კითხვის კონკურსსა და ენის ცოდნის შესაბამისი დონის ტესტირებაში მონაწილეობისათვის.

A2 დონეზე მე-2 ადგილის მფლობელი გახდა მოსწავლე ბარბარე ჯიმშელეიშვილი (მე-8ბ კლასი, დამრიგებელი შორენა ნერგაძე, გერმანულის მასწავლებელუ მაია მაღლაფერიძე).

B1 დონეზე მე-3 ადგილი დაიმსახურა მიხეილ ჭეიშვილმა (მე-10დ კლასი, დამრიგებელი ნინო ბენდელიანი, გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი).

წარმატებული მონაწილეობის მოწმებები გადაეცათ მოსწავლეებს: მარიამ ფრუიძეს, ბარბარე კინწურაშვილს (მე-8გ კლასი, დამრიგებელი ნათია ყანჩაველი, გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი), ანა ივანეიშვილს (მე-9ა კლასი, დამრიგებელი შორენა ზვიდაძე), ელგუჯა წითაძე (მე-10ბ კლასი, დამრიგებელი ნათია აბულაძე).

ხმამაღალი კითხვის კონკურსში საუკეთესო შედეგი აჩვენა მე-8გ კლასელმა - აკაკი წიტაიშვილმა, რომლის დამრიგებელი ნათია ყანჩაველი, ხოლო გერმანულის მასწავლებელი მზია ჩეგიანი გახლავთ.

სკოლა მათი წარმატებებით ამაყობს და მომავალში წინსვლას უსურვებს.

ეს დღე ძალიან საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება