| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ განსაკუთრებულ გარემოში დაირეკა.
ეს დღე გამორჩეული და განსაკუთრებული იმით იყო, რომ წელს, პირველად, ირგანჩაის საჯარო სკოლის ისტორიაში, მე-12 კლასი დაამთავრეს ქართული სექტორის მოსწავლეებმა.
ეს დღე საზეიმო გარემოში აღინიშნა. ღონისძიებაზე, ბავშვებმა იცეკვეს, იმღერეს და სკოლაში გატარებული წლები გაიხსენეს. მათ, ასევე პედაგოგებს ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს.
დირექცია და პედაგოგები მათ სკოლის დამთავრებას ულოცავენ, მომავალში კი წინსვლას უსურვებენ.
„მადლობა, ახალგაზრდებო, რომ იყავით ჩვენი მოსწავლეები, ერთად გამოვიარეთ სიხარული თუ სირთულეები. იმედია იგივე სულისკვეთებით გააგრძელებთ მოღვაწეობას და თქვენს წვლილს შეიტანთ ჩვენი სამშობლოს განვითარებაში.
წარმატებებს გისურვებთ ცხოვრების ახალ ეტაპზე“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის
„ვისურვებდი, მეტად განვითარდეს მატერიალურ-ტექნიკური ბაზა“
სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ