სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეთა ემოციური „ბოლო ზარი“
21-05-2024
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლიდან მე-12 კლასის კურსდამთავრებულები დიდი სიყვარულით გააცილეს. 

მათთვის „ბოლო ზარი“ საზეიმო ვითარებაში დაირეკა. პედაგოგ თამილა თუთბერიძის სადამრიგებლო XIIბ კლასის მოსწავლეებმა სკოლაში გატარებული 12 წელი - პირველი კლასიდან დღემდე განცდილი წარმატება თუ წარუმატებლობა, სიხარული თუ ტკივილი გაიხსენეს. 

ისინი ერთმანეთს მოეფერნენ და მასწავლებლებსა და მშობლებს ემოციური ლექსები, სიმღერები, ცეკვები მიუძღვნეს. მათ სასკოლო საზოგადოება უდიდეს წარმატებას უსურვებს. 

„კურსდამთავრებულები სევდანარევი სიხარულით იდგნენ სცენაზე, თითქოს ენანებოდათ ბავშვობის ლამაზ და უზრუნველ წლებთან გამომშვიდობა, მაგრამ, ამასთანავე, უხაროდათ ახალ საფეხურზე გადაბიჯება, რადგან წინ ხომ ჯერ შეუცნობელი სამყარო ელოდებათ, სადაც უკვე აღარავინ ჩათვლით ბავშვებად, უფრო მეტიც პასუხისმგებლობები დაეკისრებათ, ვიდრე აქამდე, რადგან უფრო რთული ბარიერები აქვთ გადასალახი“,- ამბობენ სკოლაში. 

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ემოციური კლასის დამრიგებლის - თამილა თუთბერიძისთვის იყო. 

„ვუყურებდი გაზრდილ ბავშვებს და გული მწყდებოდა... მინდა, ყოველ თქვენგანს მოგეხვიოთ, გისურვოთ წარმატებები თქვენი ცხოვრების გზაზე! ჯანსაღი ცხოვრებით გეცხოვროთ უეკლო გზებით გევლოთ. თავად იღბალი ყოფილიყოს თქვენი მეგზური, საკუთარი თავის რწმენა და სიყვარული კი არასოდეს დაკარგოთ, გახსოვდეთ, რომ თქვენი წარმატების საიდუმლო თქვენს ხელშია, მე, კი ყოველთვის თქვენს გვერდით ვადევნებ თვალს თქვენს წარმატებას და დავტკბები“,- აღნიშნავს კლასის დამრიგებელი თამილა თუთბერიძე.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

რა იცვლება ელექტრონულ ჟურნალში - ახალი ფუნქციები სპეცმასწავლებლებისა და ფსიქოლოგებისთვის

სკოლის ექიმების კვალიფიკაციის ამაღლების ახალი პროგრამა მზადდება - დეტალები

„პედაგოგების ხელფასები დღეს დაირიცხება“ - სამინისტროს განმარტება

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

სკოლაში ახარებთ მოსწავლეთა წარმატება და მათ ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

ვიზიტის მიზანი იყო მოსწავლეებში თანაგრძნობის, მზრუნველობისა და უფროსი თაობისადმი პატივისცემის გაღვიძება

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება