| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის N5 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.
აღსანიშნავია, რომ Iბ კლასში, მშობელთა მონაწილეობით ერთობლივი გაკვეთილები დაიგეგმა. როგორც გვიყვებიან, გაკვეთილებზე მშობლები წაუკითხავენ მოსწავლეებს საინტერესო მოთხრობას, რომელსაც ყველანი ერთად გაარჩევენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში კარგად აქვთ გააზრებული სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლი.
„მოგეხსენებათ მშობლის ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, ამ აქტივობის მიზანია, მშობლებმა უკეთ გაიცნონ შვილის კლასელები, ერთმანეთი და სკოლა“, - გვიყვებიან სკოლაში.
პირველი გაკვეთილი პედაგოგ ხათუნა გიორგაძის ხელმძღვანელობით ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა ცოდნა შესანიშნავად წარმოაჩინეს.
აღნიშნულ გაკვეთილზე მიწვეული მშობელი ლანა ხეხელაშვილი გახლდათ.
მსგავსი აქტივობები და ინიციატივები მოსწავლეთა მოტივაციისთვის მნიშვნელოვანია.
იხილეთ ფოტო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
ავტორიზაციის საბჭოს უფლება ეძლევა უნივერსიტეტს სტუდენტთა მიღება 3 წლით შეუზღუდოს - ცვლილებები კანონში
შეხვედრამ საინტერესოდ და აქტიურად ჩაიარა, რამაც ხელი შეუწყო მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას და მათი ჩართულობის წახალისებას სასკოლო ცხოვრებაში
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას