TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სსიპ ქალაქ საგარეჯოს N1 საჯარო სკოლა

‘’საგარეჯოს ეტალონი მოსწავლის’’ ტიტულის მფლობელი მთელი სასწავლო წლის განმავლობაში სტიპენდიას მიიღებს
25-11-2016
-
+


სოციალურ - საგანმანათლებლო პროექტი "ეტალონი" გრძელდება. 

ამჯერად, ‘’საგარეჯოს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.   
  
ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი საგარეჯოს N1 სკოლაში ჩატარდა.  

„ეტალონის“  შემოქმედებითი ჯგუფი საგარეჯოს N1 სკოლის დირექციას და მთელ პედაგოგიურ კოლექტივს მადლობას უხდის გაწეული დახმარებისთვის.  

საგარეჯოს გამორჩეული ახალგაზრდები ერთმანეთს პირველობისათვის დაუპირისპირდნენ.

ღონისძიებას საგარეჯოს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, რესსურსცენტრის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

კონკურსში მონაწილე ყველა მოსწავლეს სიგელები გადაეცა. 

დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირების შედეგად გამოვლინდა გამარჯვებული.

ინლელექტ-შეჯიბრის რეიტინგში მე-9 ადგილზე გავიდა თოხლიაურის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანა მენთეშაშვილი (53 ქულა). 

მე-8 ადგილზე გავიდა დიდი ჩაილურის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნათია ლომთაძე (53 ქულა).

მე-7 ადგილზე გავიდა მზისგულის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე თამარ ზირაქაშვილი (54  ქულა).

მე-6 ადგილზე გავიდა უდაბნოს  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გია კორძაია (56 ქულა). 

მე-5 ადგილზე გავიდა ნინოწმინდის  სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე გულიკო ასრათაშვილი (57 ქულა).

მე-4 ადგილზე გავიდა მზისგულის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლევან გიქორაშვილი (59 ქულა). 

მე-3 ადგილზე გავიდა ცისიერ დიღმელაშვილის ქართულ-ფრანგული სკოლა-ლიცეუმის მე-11 კლასის მოსწავლე გიორგი გიუნაშვილი (61 ქულა).

მე-2 ადგილზე გავიდა საგარეჯოს N1 სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ანნა ქურხული (61 ქულა). 

''ეტალონი მოსწავლის'' ტიტულს უდაბნოს სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ლევან გუჯეჯიანი დაეუფლა (70 ქულა). 

ღონისძიების შესახებ „Etaloni.ge''-ს პირველი შთაბეჭდილებები სწორედ გამარჯვებულმა 
ლევანმა გაუზიარა:

„ძალიან გამიხარდა, რომ მოვიგე. ძალიან დიდი გამოცდილება შევიძინე. მე მგონია, რომ მომავალშიც კიდევ უფრო მეტს შევიძენ ამ პროექტიდან. სტიპენდია, რომელიც დამენიშნა სრულიად მოულოდნელი იყო ჩემთვის და სიტყვები არ მყოფნის ისე გამიხარდა. ‘’ეტალონი’’ არის ძალიან კარგი პროექტი, მადლობა მის შემქნელებს, ყველას ვურჩევ ამ კონკურში მონაწილეობის მიღებას. იგი გამოცდილებასა და მეტ ცოდნას სძენს მოსწავლეებს.''

საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მანანა ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ მათთვის ‘’ეტალონში’’ მონაწილეობის მიღება ფრიად სასიამოვნო მომენტია:

„საოცრად კარგად  ჩაიარა ‘’ეტალონმა’’. სკოლა მობილიზებული დაგვხდა, თვითონ ‘’ეტალონს’’ ჰქონდა გადასარევი ტექნიკური აღჭურვილობა, ყველა ბავშვი იყო თავისი პოზიციის დაფიქსირებისთვის ყველანაირად აღჭურვილი. ძალიან კარგი ფაქტი იყო ის, რომ ყველა მონაწილეს სიგელები დახვდათ. ამან ძალიან პოზიტიური გარემო შექმნა, ცოდნის გამოვლენისთვის ყველანაირი პირობა იყო. ჩვენი ბავშვები ძალიან კარგად თამაშობდნენ. თითოეული მოსწავლე გამოირჩეოდა თავისებური ნიჭიერებითა და ჭკუით. თვითონ პროექტისადმი ძალიან პოზიტიურად ვართ განწყობილები და მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა სიამოვნებით იყო ჩართული ინტელექტ-შეჯიბრში. დიდი ინტერესი და მოლოდინი გვაქვს გაგრძელდეს ‘’ეტალონი’’.  ფრიად სასიამოვნო მომენტია ჩვენი მონაწილეობა ამ პროექტში.“

გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის  არჩილ ჯაბადარის თქმით, მიუხედავად ყინვებისა და ძალიან ცუდი გზებისა, კონკურსმა ძალიან კარგად ჩაიარა:

„მიუხედავად ყინვებისა და ძალიან ცუდი გზებისა, კონკურსმა ძალიან კარგად ჩაიარა. მოსწავლეთა უმრავლესობა მოვიდა. მათი სწავლის დონე საკმაოდ კარგი იყო და სკოლის დირექტორებიც და მასწავლებლებიც ძალიან კმაყოფილები არიან. უდაბნოს საჯარო სკოლის მოსწავლემ გაიმარჯვა და მოგეხსენებათ, ეს ადგილი მოწყვეტილია გარესამყაროს, თბილისშიც კი საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ კვირაში 2-ჯერ დადის. უდაბნოს სკოლის მოსწავლის გამარჯვება ვფიქრობ, სკოლის, მასწავლებლებისა და მშობლის დამსახურებაა. შეჯიბრი ორგანიზებული იყო შესანიშნავად, ისე  როგორც ‘’ეტალონს’’ ახასიათებს. ყველაფერი სასიამოვნო გარემოში მიმდინარეობდა.  გამარჯვებული მოსწავლე,  ლევან გუჯეჯიანი, გამგეობისგან  სასწავლო წლის განმავლობაში,  იანვრის თვიდან, ყოველთვიურად მიიღებს 100 ლარს.''

''საგარეჯოს  ეტალონი მოსწავლის" ტიტულის მფლობელი ლევან გუჯეჯიანი გაზაფხულზე, ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება.  

"ეტალონი" 2016-2017 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს "ეტალონ მოსწავლეებს".          

პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება