სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წერეთელის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
23-04-2024
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლაში დედამიწის დღე სხვადასხვა კლასში მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა.

სკოლის I კლასის მოსწავლეები პედაგოგ ლელა მუმლაძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთნენ. მათ ნახეს ანიმაციური ფილმი „გავუფრთხილდეთ დედამიწას.“, გაითავისეს, რომ დედამიწას გაფრთხილება უნდა. კლასში, ბავშვებმა ასევე წარმადგინეს შესანიშნავი ნახატები ამ თემასთან დაკავშირებით.

მე-4 კლასის მოსწავლეები კი პედაგოგ ხათუნა კალანდაძის ხელმძღვანელობით, სლოგანის - „დედამიწა ჩვენი საერთო სახლია!“ გარშემო გაერთიანდნენ. მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

სკოლის მე-2 კლასში ამ დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა ღონისძიება „დაიცავი დედამიწა!“. მათ კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ გარემოს მოვლა და მოფრთხილება სჭირდება.

ამ დღის აღნიშვნას ასევე შეუერთდნენ I კლასის მოსწავლეები. ისინი პედაგოგ ქეთი ცარციძის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობდნენ.

მათ ნახეს ანიმაციური ფილმები „გამარჯობა დედამიწა“ და „დედამიწა და ადამიანი“.

ბავშვებმა ასევე შეისწავლეს დედამიწის შემადგენელი ნაწილები, იმსჯელეს გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე, რა როლი აკისრია ადამიანს დედამიწის კეთილდღეობის საქმეში. 

შეხვედრის ბოლოს მოსწავლეებმა ჯგუფურად შექმნეს სხვადასხვა ნამუშევარი - მათ ფაზლებით დედამიწის აპლიკაცია ააწყვეს, შექმნეს დედამიწის პოსტერები გუაშებით და სტიკერები.

„აღნიშნული აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში შემეცნებითი და ესტეთიკური უნარების განვითარებას“, - გვიყვებიან სკოლაში.

დედამიწის დღე — ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ამ დღეს მსოფლიოს გარშემო იმართება გარემოს დაცვის მხარდასაჭერი ღონისძიებები. ის პირველად აღინიშნა 1970 წელს, დღესდღეობით კი ყოველწლიურად აღინიშნება 193 ქვეყანაზე მეტში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:




 

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

რატომ ითხოვენ სკოლები საგამოცდო შედეგებს და აქვთ თუ არა აბიტურიენტებს ქულების თქმის ვალდებულება

კონტროლი მკაცრდება - ახალი დოკუმენტი სკოლის მოსწავლეებს 6 მიმართულებით ეხებათ

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება