| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში დედამიწის დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
გამონაკლისი ამჯერადაც არ ყოფილა. ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში საინტერესო აქტივობები გაიმართა.
სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა იმუშავეს, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად, მასწავლებლებთან ერთად დაასუფთავეს სოფელში არსებული მდინარის მიმდებარე ტერიტორია.
მოსწავლეები ლოზუნგის - „დედამიწა ჩვენი სახლია“ გარშემო გაერთიანდნენ და აღნიშნეს დედამიწის მნიშვნელობა და ის თუ როგორ უნდა ვუფრთხილდებოდეთ პლანეტას.
22 აპრილს დედამიწის დღე აღინიშნება. ეს დღე გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და პლანეტის დასაცავად მთელს მსოფლიოს აერთიანებს.
იხილეთ ფოტოები:
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ